უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

28 ნოემბერი, 2017 20:10
font-size

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში მერაბიშვილის სასარგებლოდ სამართლებრივ გადაწყვეტილებებს არ იწვევს - თეა წულუკიანი

ვერავითარი ტიპის სამართლებრივ გადაწყვეტილებებს ქვეყნის შიგნით ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ, გარდა კომპენსაციის გადახდისა, დიდი პალატის გადაწყვეტილება ვერ იწვევს, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

„17-მა მოსამართლემ ერთხმად დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება, წინასწარი პატიმრობის შეფარდება და წინასწარი პატიმრობა, რომელიც გაგრძელდებოდა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე, იყო კანონიერი. სასამართლომ ასევე მისი გადაწყვეტილების 170-ე პარაგრაფში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი განხილვის საგანს არ წარმოადგენდა ვანო მერაბიშვილის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე პატიმრობის კანონიერების განხილვა.

დიდმა პალატამ ვანო მერაბიშვილის მიერ გასაჩივრებულ მუხლებთან მიმართებით დაადგინა შემდეგი: ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-5 მუხლი და რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება იყო კანონიერი; ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა 5.1 პირველი მუხლი და რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე იყო კანონიერი; ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის 5.3 მუხლი, რაც შეეხება ვანო მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების ფაქტს და რომ ამ მხრივ, 2013 წლის მაისის სასამართლო გადაწყვეტილებები იყო ევროპული კონვენციის შესაბამისი; ასევე, ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის 5.3 მუხლი 2013 წლის სექტემბერში, როდესაც მერაბიშვილმა იშუამდგობლა წინასწარი პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლის შესახებ და მოსამართლემ ისე, რომ არ დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილება, ეს შუამდგომლობა ზეპირად უარყო და ეს, რა თქმა უნდა, მოსამართლის მხრიდან ჩაითვალა კონვენციის დარღვევად; მე-18 მუხლთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, დიდი პალატის 17 მოსამართლის ხმები სერიოზულად გაიყო და 9 ხმით, 8 ხმის წინააღმდეგ დადგინდა, რომ დაირღვა მე-18 მუხლი იმ ერთი ინციდენტიდან გამომდინარე, რომელიც ეხება 2013 წლის 14 დეკემბრის ღამით ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტს. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამავე მე-18 მუხლთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ საკმაო დრო და ადგილი დაუთმო თავისი გადაწყვეტილებაში იმის განხილვას, ემსახურებოდა თუ არა მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა მის ჩამოცილებას პოლიტიკისგან და დაადგინა, რომ ეს პატიმრობა არ ემსახურებოდა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზანს და სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ამ ნაწილში მერაბიშვილის არგუმენტებს ვერ გაიზიარებდა. შესაბამისად, ყველანაირი მტკიცება, სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა რომელიმე მომენტში პოლიტიკურ შეფერილობას ატარებდა, არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ ცალსახად და დასაბუთებულად უარყოფილი“, - განაცხადა წულუკიანმა.

აქვე, როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, თავად ვანო მერაბიშვილის მიერ მოთხოვილ 15 000 ევროს ნაცვლად, სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს არამატერიალური ზიანისთვის 4 000 ევროს გადახდა დააკისრა.

ნინო ექვთიმიშვილი

ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

26 სექტემბერი, 2025 , 12:32

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა,

კანონში პირდაპირ წერია, რომ ის ბრალი, რაც ლევან ხაბეიშვილს წაუყენეს, არის შეთითხნილი და პოლიტიკურად მოტივირებული - ადვოკატი

24 სექტემბერი, 2025 , 13:06

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, კანონში პირდაპირ წერია, რომ ის ბრალი, რაც ლევან ხაბეიშვილს წაუყენეს, არის შ

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პროკურატურა

23 სექტემბერი, 2025 , 18:29

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დამნ

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი

22 სექტემბერი, 2025 , 12:57

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო

ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრ ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

19 სექტემბერი, 2025 , 17:24

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის, ყოფილ მოკრივეს, ბიზნესმენ გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრს, 67 წლის ბორის გოგიჩაიშვილს

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა

19 სექტემბერი, 2025 , 13:17

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  საპატრულო პოლიციის ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოსა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიე