უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

4 მარტი, 2017 11:25
font-size

სტრასბურგის სასამართლოში რუსთავი 2-მა მოპასუხე მხარედ საქართველოს მთავრობა დაასახელა - თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რუსთავი 2-ის მიერ სტრასბურგში წარდგენილი საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსთავი 2-მა მოპასუხე მხარედ საქართველოს მთავრობა დაასახელა.

„რუსთავი 2-მა სტრასბურგის სასამართლოსგან ითხოვა შეტანილ საჩივარზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, როგორსაც სტრასბურგის სასამართლო დროებით ღონისძებას უწოდებს და მოითხოვა შემდეგი: პირველი - საქართველოს სახელმწიფოს აეკრძალოს 2 მარტის გადაწყვეტილება მანამ, სანამ სტრასბურგის სასამართლო შეტანილ საჩივარს არ განიხილავს არსებითად და არ გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას, მეორე - აეკრძალოს საქართველოს ხელისუფლებას დახუროს ან გააადვილოს „რუსთავი 2“-ის დახურვა და მესამე - აეკრძალოს ხელისუფლებას არ შეცვალოს მენეჯმენტი ან ბორდი ამ კომპანიაში. „რუსთავი 2“-მა სამი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარადგინა სხვადასხვა განცხადებები, მათ შორის სხვადასხვა დროს, სტრასბურგის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ევროპის სახალხო პარტიის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები, ამერიკის საელჩოს გუშინდელი განცხადება და ჩვენთან, შიგნით მედიაში გაკეთებული სხვადასხვა განცხადება და თქვა, რომ თუ სტრასბურგის სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის მის მიერ მოთხოვნილ ღონისძიებას არ გამოიყენებდა, საქართველოში დასრულდებოდა დემოკრატია და თბილისის ქუჩებში ატყდებოდა ძალადობა და ქაოსი ბევრ სხვა ნეგატიურ მოვლენასთან ერთად. ეს არის ის, რაც მოითხოვა კომპანიამ. სტრასბურგის სასამართლოში, როგორც მათ მიერ გამოგზავნილი წერილიდან ირკვევა, გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად მორიგე მოსამართლემ, რომლის გვარი, პროცედურა ასეთია, არის უცნობი და ისე, რომ მოპასუხე მხარე, ჩვენ არ ვყოფილვართ საქმის კურსში ჩაყენებული და ჩვენგან რაიმე ინფორმაცია გამოთხოვილი არ ყოფილა. ამ მოსამართლემ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება, რომ არა საქმის განხილვის დასრულებამდე, არამედ 8 მარტამდე მიღებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ხელისუფლებამ არ განახორციელოს არანაირი ღონისძიება ნებისმიერი ფორმით, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ეს, რომელიც გამოიწვევდა კომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. ამ საქმეს ამავე მოსამართლემ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მიანიჭა პრიორიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან გაგზავნილ სხვა ნებისმიერ საჩივარზე ადრე, იქნება ეს ციხიდან გაგზავნილი, რიგითი მოქალაქის მიერ გაგზავნილი თუ სხვა, მათზე ადრე განიხილავს ამ საქმეს. საქართველო მთავრობა არის მხარე, მხარეს წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო და ჩვენი ვალია, საზოგადოებისთვის გვეთქვა მშრალი ფაქტები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით, 8 მარტამდე სტრასბურგის სასამართლო გაფართოებული შემადგენლობით იმსჯელებს, შენარჩუნდეს თუ არა გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებით.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, პროცედურის დაცვით, საქართველოს ხელისუფლება მიჰყვება ამ საქმეს ისე, როგორც აქამდე უწარმოებია საქმეები სტრასბურგის სასამართლოში.

"რა იქნება მერე?! ისმის ეს კითხვა. მერე იქნება ის, რომ 8 მარტამდე სასამართლო უნდა შეიკრიბოს და ალბათ არა უკვე ერთპიროვნულად, ერთი მოსამართლის მონაწილეობით, არამედ კოლეგიური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული იმასთან დაკავშირებით, გაფართოვდეს თუ არა სასამართლოს პრაქტიკა ამ ფორმით, გამოხატვის თავისუფლების საქმეებზე, გაგრძელდეს თუ არა დროებითი ღონისძიება და შენარჩუნდეს თუ არა ეს გადაწყვეტილება. ეს არის ის, რაც დღეს მშრალად, ფაქტების მხრივ შეგვიძლია გითხრათ. პროცედურის დაცვით ჩვენ რა თქმა უნდა მივყვებით ამ საქმეს ისე, როგორც გვიწარმოებია ნებისმიერი სხვა საქმე სტრასბურგის სასამართლოში", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ნინო ექვთიმიშვილი

ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

26 სექტემბერი, 2025 , 12:32

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა,

კანონში პირდაპირ წერია, რომ ის ბრალი, რაც ლევან ხაბეიშვილს წაუყენეს, არის შეთითხნილი და პოლიტიკურად მოტივირებული - ადვოკატი

24 სექტემბერი, 2025 , 13:06

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, კანონში პირდაპირ წერია, რომ ის ბრალი, რაც ლევან ხაბეიშვილს წაუყენეს, არის შ

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პროკურატურა

23 სექტემბერი, 2025 , 18:29

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დამნ

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი

22 სექტემბერი, 2025 , 12:57

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო

ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრ ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

19 სექტემბერი, 2025 , 17:24

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის, ყოფილ მოკრივეს, ბიზნესმენ გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრს, 67 წლის ბორის გოგიჩაიშვილს

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა

19 სექტემბერი, 2025 , 13:17

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  საპატრულო პოლიციის ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოსა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიე