უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 ოქტომბერი, 2017 16:50
font-size

სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში აზიური ფაროსანას შესაძლო გამოჩენას სწავლობს

თბილისელები შიშობენ, რომ აზიურმა ფაროსანამ, რომელსაც რამდენიმე თვეა დასავლეთ საქართველოში ებრძვიან, დედაქალქშიც ჩამოაღწია.

მწერი, რომელიც ძალიან ჰგავს აზიურ ფაროსნას, ვაკის პარკში შენიშნეს.

თბილისში შიშობენ, რომ დასავლეთ საქართველოს მსგავსად, მწერი საცხოვრებელ სახლებშიც შეაღწევს.

ვაკის პარკში დღეს იმყოფებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

როგორც სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ განაცხადა, ამ ეტაპზე გადაჭრით იმის თქმა, რომ ეს ნამდვილად აზიური ფაროსანაა რთულია.

მისი თქმით, ჩატარდება ლაბორატორიული კვლევა და მწერის სახეობის განსაზღვრის შემდეგ გატარდება შესაბამისი ზომები.

„საქართველოში 24 სახეობის ანალოგიური მწერია, რომელიც ძალიან ჰგავს ფაროსანას, თუმცა ამ სახეობებს თავისი ბუნებრივი მტრები ჰყავს ჩვენს ქვეყანაში და ის რეგულირდება, ზიანს და ზარალს არ აყენებენ. ამ ახალ სახეობას კი, რომელიც შემოსულია სულ რამდენიმე წელია საქართველოში, ვინაიდან ბუნებრივი მტრები არ ჰყავს, ის სასოფლო-სამეურნეო კულტურებს აზიანებს.

დღეს ჩამოვკიდეთ ფერომონი ვაკის პარკში, რომელიც არის სპეციპიკური ამ სახეობის მიმართ. მას მოთავსებულ მწერებს ჩაუტარდებათ ლაბორატორიული ანალიზი, რომლის შედეგადაც დავასკვნით ეს ის სახეობაა, რომელსაც ვეძებთ, თუ არა ,“ - განაცხადა ლიპარტიამ.

ნინო ექვთიმიშვილი


15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი