უკან
საზოგადოება
27 თებერვალი, 2018 17:45
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2 ტონაზე მეტი ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ხორცის სარეალიზაციო ობიექტში შპს „აგროფერმა“ 2 ტონაზე მეტი ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს და ბიზნესოპერატორი დააჯარიმეს.
საეჭვოდ მიჩნეული სურსათი დაილუქა, ბიზნესოპერატორს კი მისი განადგურება დაევალა.
სააგენტოს განცხადებით, მომხმარებლის ჯანმრთელობის და ინტერესების დაცვის მიზნით, ისინი კონტროლს აქტიურად ახორციელებენ.
ცირა გურგენიძე