უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
კომენტარი


სუს-ისა და საგარეო დაზვერვის უწყებების გაერთიანებასთან დაკავშირებით კითხვები გვაქვს
უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი კრიზისების საბჭოს გაუქმების საკითხს გამოეხმაურა.
,,მთელი ამ წლების განმავლობაში არსებობდა კითხვის ნიშნები უშიშროების საბჭოს პარალელურად უსაფრთხოების საბჭოს შექმნის მოტივაციასთან და მანდატთან მიმართებაში, ახლა ამ სტრუტურული ცვლილებით ნათლად გამოჩნდა, რომ ახალი უწყება ფოკუსირებული იქნება კრიზისების მართვაზე და არა უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიულ განხილვასა და კოორდინაციაზე.
მიგვაჩნია, იმისათვის, რომ საქართველომ ადეკვატურად უპასუხოს არსებულ გამოწვევებს ,რუსულ ოკუპაციას, ჰიბრიდულ ომს აუცილებლად საჭიროა, ქვეყანაში არსებობდეს კოორდინაციის მექანიზმი უმაღლეს პოლიტიკური დონეზე.
მიგვაჩნია, რომ იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომელიც პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტს შესთავაზა აუცილებელია დაიწყოს კოორდინაცია და კონსულტაციები.
რაც შეეხება სუს-ისა და საგარეო დაზვერვის უწყებების გაერთიანებას. არსებობს კითხვის ნიშნები ,რომელზეც უნდა იყოს პასუხები გაცემული“- განაცხადა რაქვიაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

მეგობრულად უნდა ვურჩიოთ ყველას, არ გაბედონ ძალადობა, კანონის დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი იქნება ძალიან მკაცრი მათ მიმართ - ირაკლი კობახიძე
2 ოქტომბერი, 2025 , 18:46

ვინმეს თუ მოუნდება კანონის დარღვევა, ისინი მიიღებენ სათანადო პასუხს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან - ირაკლი კობახიძე
2 ოქტომბერი, 2025 , 18:38

ათეულობით ათას სამართალდამცველს შორის ჯერ ერთიც კი ვერ იპოვეს, რომელიც ღალატზე ხელს მოაწერდა - მამუკა მდინარაძე
2 ოქტომბერი, 2025 , 11:28

დღეს ვერავინ გაბედავს, ვერც პარკში, ვერც სკვერში, ვერც სტადიონის ნაცვლად, კორპუსები წამოჭიმოს. აბა გაბედოს ვინმემ - კახა კალაძე
2 ოქტომბერი, 2025 , 10:59
ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად კუპრავას საქმეები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტურია - შალვა პაპუაშვილი
1 ოქტომბერი, 2025 , 19:17

აბა გაბედონ და კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგან, ყველაფერს იგრძნობენ - კახა კალაძე
1 ოქტომბერი, 2025 , 16:21