უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
არქივი
კომენტარი


თამბაქოზე რეგულაციის გამკაცრება არ უნდა გაკეთდეს ეკონომიკის ხარჯზე -გიორგი გახარია
ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თამბაქოზე რეგულაციების დაწესება არ უნდა მოხდეს ეკონომიკის ხარჯზე. მისი თქმით, თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები ერთ-ერთი მსხვილი საბიუჯეტო შემომტანები არიან.
„თამბაქოს მოხმარების ნაწილში ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი წარმატებული მაგალითების რიგში. შესაბამისად, ეს არ უნდა გაკეთდეს ეკონომიკის ხარჯზე, რადგან ამ დარგს საკმაოდ სერიოზული საბიუჯეტო შენატანები აქვს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროპაში მიღებული საერთო ნორმები არ უნდა დავიცვათ“, - თქვა გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, დღეს ჯანდაცვის კომიტეტი მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილავს კანონპროექტს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“. დეპუტატები კანონის ცალკეულ მუხლებზე იმსჯელებენ. სხდომას დაესწრებიან უცხოელი ექსპერტები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან. მათი მიზანია კანონპროექტის საერთაშორისო მხარდაჭერისა და ექსპერტიზის უზრუნველყოფა, ასევე ოპტიმალური მოდელის შეთავაზება.
დღეს კომიტეტში ასევე განიხილავენ მთავრობის 17-გვერდიან შენიშვნებს. დასკვნა პარლამენტს უკვე წარედგინა.
ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 2018 წლის მაისიდან დახურულ შენიობებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის, ასევე თამბაქოს ყველა სახის რეკლამის აკრძალვას.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

მეგობრულად უნდა ვურჩიოთ ყველას, არ გაბედონ ძალადობა, კანონის დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი იქნება ძალიან მკაცრი მათ მიმართ - ირაკლი კობახიძე
2 ოქტომბერი, 2025 , 18:46

ვინმეს თუ მოუნდება კანონის დარღვევა, ისინი მიიღებენ სათანადო პასუხს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან - ირაკლი კობახიძე
2 ოქტომბერი, 2025 , 18:38

ათეულობით ათას სამართალდამცველს შორის ჯერ ერთიც კი ვერ იპოვეს, რომელიც ღალატზე ხელს მოაწერდა - მამუკა მდინარაძე
2 ოქტომბერი, 2025 , 11:28

დღეს ვერავინ გაბედავს, ვერც პარკში, ვერც სკვერში, ვერც სტადიონის ნაცვლად, კორპუსები წამოჭიმოს. აბა გაბედოს ვინმემ - კახა კალაძე
2 ოქტომბერი, 2025 , 10:59
ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად კუპრავას საქმეები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტურია - შალვა პაპუაშვილი
1 ოქტომბერი, 2025 , 19:17

აბა გაბედონ და კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგან, ყველაფერს იგრძნობენ - კახა კალაძე
1 ოქტომბერი, 2025 , 16:21