უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 მარტი, 2018 15:20
font-size

ტაქსით მომსახურების რეგულაცია 3 ეტაპად განხორციელდება - მაია ბითაძე

თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე ტაქსით მომსახურების სანებართვო რეგულაციასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

როგორც მაია ბითაძემ პარლამენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ტაქსის მძღოლებს საქმიანობის ნებართვისთვის ერთჯერადად - ე.წ. ფურცლის საფასურის გადახდა მოუწევთ, ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომანქანების მფლობელებისთვის კი ეს გადასახადი ბევრად ნაკლები იქნება.

მისივე ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, ტაქსით მომსახურების რეგულაცია 3 ეტაპად განხორციელდება.

„პირველ ეტაპზე, თბილისის საკრებულოს უჩნდება სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ გამოსცეს აქტი, სადაც დადგენილი იქნება საქმიანობის სანებართვო პირობები. ანუ პირველ ეტაპზე არის აღრიცხვიანობა, გამოხატული სტატისტიკურ ფორმაში როგორც ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივად, ერთი სარკმლის პრინციპით ელექტრონულად ან არაელექტრონულად, როგორც მოსახერხებელი იქნება იმ ადამიანისთვის, რომლსაც თავისი სერვისის მიწოდება უნდა მოსახლეობისთვის. იქნება მხოლოდ ერთჯერადი საფასური - ე.წ. ფურცლის საფასური, რასაც ჩვენ მაგალითად, პასპორტის ასაღებად ვიხდით. ჰიბრიდულ და ელექტროავტომობილებზე შეღავათიანი იქნება ეს გადასახადიც - პრაქტიკულად, ნული იქნება ელექტრომობილისთვის.

ტაქსის მძღოლი რეგისტრირდება, იხდის თანხას და ის არის ნებართვის მფლობელი. ნებართვის მფლობელობა პრაქტიკაში რას გულისხმობს და რას აკონტროლებს შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო?! ნებართვის მფლობელი ვალდებული იქნება, მგზავრთა გადაყვანის დროს იქონიოს სანებართვო ფორმა, რომელიც გაკრული უნდა ჰქონდეს მანქანაში. იქ იქნება იდენტიფიცირებული ნებართვის ნომერი, ადამიანის სახელი და გვარი. ასევე მას ევალება, რომ ავტომობილზე ჰქონდეს მანიშნებელი, რომ ის არის ტაქსი. ეს არის პირველი ეტაპი, რომელიც არის აღრიცხვისა და რეგისტრაციის მარტივი ფორმა და სამართლებრივად ამას ნებართვის გაცემა ჰქვია.

რაც შეეხება მეორე ეტაპს, 2019 წელს ემთხვევა ეს, როცა უკვე ტექნიკური დათვალიერებაც შემოვა. ეს არის ამ ქალაქის იმიჯი, რომელიც ასევე უნდა გვადარდებდეს და ნებისმიერი ადამიანი, ვინც მუშაობს ამ ქალაქში, ყველა კეთილსინდისიერად უნდა ასრულებდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, მეორე ფაქტორი არის ის, რომ სანდოდ და უსაფრთხოდ გადაადგილება მოხდეს. თუ ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ვაკონტროლოთ ავტობუსის მძღოლები და სამარშრუტო ტაქსის მძღოლები, რომ ისინი უსაფრთხოდ გადაადგილებენ მოსახლეობას და ტურისტებს, რატომ არ უნდა მოეთხოვოთ იგივე ტაქსის მძღოლებს, რომლებიც მომსახურეობაში ბევრად მეტს იღებენ. ასევე, მნიშვნელოვანია, ტაქსის ვიზუალი გარედან და მდგომარეობა შიგნით.

მესამე ეტაპზე, როცა სისტემა სრულად ამოქმედდება და ეს შეიძლება იყოს 3 წლის შემდეგ, ტაქსის მძღოლს დაევალება ტაქსომეტრის დაყენება, რომელიც სანდოს გახდის მგზავრობის ხარჯებს და ძალიან მნიშვნელოვანია იმ მოწყვლადი მომხმარებლისთვის, რომელიც შეიძლება იყოს ტურისტი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი