უკან

კომენტარი

27 ივნისი, 2018 14:45
font-size

„ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“ ჟენევის ფორმატს არანაირ საფრთხეს არ უქმნის - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხდებით, „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“ ჟენევის ფორმატს არანაირ საფრთხეს არ უქმნის.

როგირც ზალკალიანმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სია მიმართულია იმ უკანონობის აღსაკვეთად, რასაც ადგილი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“ ჟენევის ფორმატს არანაირ საფრთხეს არ უქმნის. ჟენევის ფორმატს ხელს ის დესტრუქციული ქმედებები უშლის, რომელიც მოლაპარაკებების დროს ხდება. კერძოდ რუსეთის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების მხრიდან. ფორმატის შეცვლის უამრავი მცდელობა არის სწორედ ის, რაც საფრთხეს უქმნის ჟენევის ფორმატს. ასევე ის, რომ რუსეთის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულება არ ხდება. ის ძირითადი საფუძველი, რაზეც ჟენევის ფორმატია დაფუძნებული სამწუხაროდ, სამივე მიმართულებაზე და ვალდებულების არშესრულებაზე პასუხისმგებელი ის ძალაა, რომელიც ამ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს.

რაც შეეხება სიას, ეს სია სწორედ მიმართულია იმ უკანონობის აღსაკვეთად, რასაც ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვს. კერძოდ, ადამიანის უფლებათა კუთხით და მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის თვალსაზრისით. დაკავებები, მკვლელობები, უკანონო ჩამორთმევა, საქართველოს მოქალაქეებისთვის უფლებების შეზღუდვა – ეს სწორედ ამის საწინააღმდეგოდაა. ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში თანმიმდევრულია, იმ ვალდებულებებთან მიმართებთ, რაც ჩვენ გვაქვს და იმავეს მოვუწოდებთ მონაწილეებს, რომლებიც ჟენევის ფორმატში წარმოდგენილები არიან“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისათვის, სეპარატისტული რეჟიმი საქართველოს მთავრობის ქმედებებს პროვოკაციულად აფასებს და აცხადებს, რომ აღნიშნულმა ზომებმა შესაძლოა, ჟენევის დისკუსიებს საფრთხე შეუქმნას.

ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი

18 ნოემბერი, 2025 , 15:42

„იწყება მზიას სასამართლო … რეჟიმის სადისტური მიდრეკილება იმაშიც გამოიხატება, რომ არჩეულ იქნა მცირე დარბაზი და „ამოღებული სკამები“. ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დ

ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი

17 ნოემბერი, 2025 , 13:58

რუსეთის მორიგი მოთხოვნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებაზე შესრულებულია. ამ საკითხს რუსები დღის წესრიგში მუდმივად აყენებდნენ, ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებასთან ერთად, – ამის შესახებ „ლელოს

პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი

13 ნოემბერი, 2025 , 15:26

პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი, ასევე ნაპოვნია ყველა ცხედარი, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან,

სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა

13 ნოემბერი, 2025 , 14:56

ჩორჩანის საქმე არის ისტორიული, როდესაც საქართველოს სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებს კონკრეტული ადამიანების ხელით და კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენ

სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე

12 ნოემბერი, 2025 , 14:52

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ნინო ენუქიძის გ

თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე

12 ნოემბერი, 2025 , 13:31

თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი. მათგან ნაპოვნია 18 დაღუპული, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ჟურნალისტებს განუცხად