კომენტარი
თავდაცვის სამინისტროს მიერ ქართულ ხორცზე უარის თქმა დანაშაულია - დავით ებრალიძე
თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, დავით ებრალიძე თავდაცვის სამინისტროს მიერ ქართულ ხორცზე უარის თქმას ეხმიანება.
უწყების გადაწყვეტილებას ის დანაშაულად აფასებს.
,,თავდაცვის სამინისტროს მიერ ქართულ ხორცზე უარის თქმას სხვას ვერაფერს დავარქმევ გარდა იმისა, რომ ეს დანაშაულია. გულუბრყვილოა ის გაცხადებული არგუმენტაცია, რაც, თითქოს, გახდა საფუძველი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებისა უარი ეთქვა ქართულ ახალ ხორცზე. ქართული ჯარის პირველ ეტაპზე ქართული საქონლის ხორცით მომარაგების დაწყება შემთხვევითი არ იყო. საქონლის ხორცი ჯარის რაციონის ერთერთი ყველაზე მოცულობითი კომპონენტია და ჩვენ, ერთი ნაბიჯით ორი სისხლხორცეული საკითხი მოვაგვარეთ -ქართულმა ჯარმა, დიდი ხნის გაყინული ხორცის ნაცვლად, ახალდაკლული ხორცის მიღება დაიწყო და რომ ეს ხორცი ქართველი გლეხობის მიერ წარმოებული პროდუქტი იყო. მინდა ხაზი გავუსვა იმ საკითხს, რომ დადებითი მარტო ის კი არ არის, რომ ქართული ჯარი საქართველოში ნაწარმოებ პროდუქტს იღებდა, არამედ ისეც, რომ მაგალითად, ქათმისწარმოებისგან განსხვავებით, საქონლის მსხვილფერმერიზაცია საქართველოში ჯერ არ არსებობს და რეალურად საქონლის ხორცის წარმოებას სოფლის უამრავი მაცხოვრებელი ეწევა, შედეგად სახელმწიფოდან წამოსული თანხა ერთი-ორი მეწარმის ჯიბეში კი არ ილექებოდა, არამედ ნაწილდებოდა გლეხებზე. ამაზე კარგ ეკონომიკურ შედეგს ალბათ ვერც ვინატრებდით.
თავდაცვის სამინისტრომ ამ ახალი გადაწყვეტილებით ფიქცია გახადა ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა - ქართული წარმოების, სოფლის მოსახლეობის ხელშეწყობის. აღნიშნული ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას. ამაზე ხმა უნდა აიმაღლოს ყველამ: ეკლესიამ, პოლიტიკურმა საზოგადოებამ, მედიამ, არასამთავრობო ორგანიზაციემბა. გლეხობამაც უნდა დაინახოს, რომ გულშემატკივარი მათაც ყავთ.
თავდაცვის სამინისტრო, რომელიც „დაყოლიებული“ აღმოჩდა შუამავალ მეწარმეს „კაპრიზებს“ და ასე მარტივად თქვა უარი ქართულ პროდუქტზე, ბრძოლის საჭიროების შემთხვევაშიც უამრავ მიზეზს გამოძებნის რომ არ იომოს. და ნურავის მოეჩვენება ეს გადამეტებულად, ამის უამრავი მაგალითი არსეობობს’’, - აცხადებს დავით ებრალიძე.
საკვანძო სიტყვები:
თუ არ ეშინია ივანიშვილს, თუნდაც ციხიდან ჩამრთონ პირდაპირ დებატებში - მიხეილ სააკაშვილი
23 იანვარი, 2026 , 10:30
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნის იდეა არის თეორიულად სწორი, კონტექსტი - უკიდურესად პრობლემური - ნიკა ჩერქეზიშვილი
22 იანვარი, 2026 , 17:08
ვინც სერიოზულად საუბრობს დემოკრატიასა და ნამდვილ პოლიტიკურ დებატებზე, საკუთარ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში არ კეტავს - ხატია დეკანოიძე
22 იანვარი, 2026 , 16:51
სხვადასხვა კომპანიიდან დოკუმენტების გამოთხოვა ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლის მიზნით ხდება - სუს-ი
22 იანვარი, 2026 , 16:35
თბილისის უძველესი შენობების იერსახის შენარჩუნება და მასზე ზრუნვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა - ზურაბ აბაშიძე
22 იანვარი, 2026 , 14:39
540 ათასი ლარი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაუხადა, საარჩევნო დავალიანება იყო - ირაკლი ფავლენიშვილი
16 იანვარი, 2026 , 13:23


