კომენტარი
თავისუფალი მედია არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების - მამუკა ბახტაძე
თავისუფალი მედია არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების, - განუცხადა ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია ,,იბერიას" გარშემო განვითარებული მოვლენების კომენტირებისას.
„ეს არის ჩემი გადასახედიდან ორი სხვადასხვა მომენტი. ბიზნესის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება. ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი და საგადასახადო ორგანოებთან თანამშრომლობა ძალიან ტრასნფარანტული. თამაშის წესები არის საერთო ყველასთვის, მით უფრო რომ ეს ძალიან ტექნიკური საკითხია,"-აცხადებს მამუკა ბახტაძე.
მისი თქმით, ,,თავისუფალი მედია არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ამ მიმართულებით.
მინდა, ყველას შევახსენო, რომ ის რაოდენობა მედიის რაც ქვეყანაში არის, არის ძალიან კარგი. ეს შეესაბამება იმ ორიენტირებს საითკენაც საქართველო მიისწრაფის".
ნინო ექვთიმიშვილი