უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 ივლისი, 2017 15:45
font-size

,,თავისუფალმა საქართველომ’’ და ,,პატრიოტთა ალიანსმა’’ ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთიან კანდიდატებზე შეთანხმების საკითხზე კონსულტაციები გამართეს

„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა და პოლიტიკური საბჭოს წევრები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს შეხვდნენ და ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთიან კანდიდატებზე შეთანხმების საკითხზე კონსულტაციები გამართეს.

,,თავისუფალი საქართველოს’’ ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოზე ხელოვნურად თავსმოხვეული ორპარტიული სისტემა ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს, აზიანებს დემოკრატიულ პროცესს და ამომრჩეველს უკარგავს რეალურ არჩევანს და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მოტივაციას.

,,ამიტომაც, აუცილებელია, ჯანსაღმა ოპოზიციურმა ძალებმა გვერდზე გადადონ პარტიული ინტერესები და ადგილობრივ არჩევნებზე მხარი დაუჭირონ თბილისის და სხვა ქალაქების მერობის ერთიან კანდიდატებს.

ერთიანი კანდიდატად შესაძლოა დასახელდეს ნებისმიერი პარტიის წევრი ან უპარტიო კანდიდატი, გარდა „ქართულ ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული პირებისა. ვფიქრობთ ამ გზით შევძლებთ რეალური კონკურენცია გავუწიოთ როგორც მმართველი პარტიის კანდიდატებს, რომლებიც თავინთ თავს „უალტერნატივოდ“ მიიჩნევენ, აგრეთვე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს, რომელთა მთავარი ამოცანაც „მთავარი ოპოზიციური ძალის“ სტატუსის მონოპოლიზაციაა და არა ხელისუფლების შეცვლა.

კვირის მანძილზე გაიმართება შეხვედრები სხვა წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან.

მოვუწოდებთ ყველა პარტიას მოლაპარაკებების დასრულებდამდე თავი შეიკავონ საკუთარი პარტიული კანდიდატების დასახელებისაგან რათა არ დავქსაქსოთ ოპოზიციის ძალები’’, - ნათქვამია ,,თავისუფალი საქართველოს’’ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

გერმანიის ელჩმა მასხრად აგვიგდო, გუშინ მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ქართულ ეკლესიას ლანძღავს, გერმანიის საგარეო უწყებამ განმარტება უნდა გააკეთოს - შალვა პაპუაშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:43

გერმანიის ელჩი გუშინ პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ლანძღავს ქართულ ეკლესიას, საზოგადოებამ კი არა, მე როგორ შევხედო, ის ვეღარ გამიგია. აბსოლუტურად აღმაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შ