უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 თებერვალი, 2019 13:05
font-size

„TBC ბანკს” ზიანი არ უნდა მიადგეს, მამუკა ხაზარაძემ კი ყველა შეკითხვას პასუხი უნდა გასცეს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შედეგად „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერებასა და ბანკში, 2008-2007 წლებში განხორციელებული ტრანზაქციებით ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე მიმდინარე დისკუსიას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საჭიროა პროცესის მეტი გამჭვირვალობა, რომელიც თანაბრად უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ საგამოძიებო ორგანოს მოქმედებების საჯაროობით, სასამართლომ - მიღებული გადაწყვეტილებების ხელმისწავდომობით და პროცესის მონაწილე მხარეებმა - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებისთვის მეტი დოკუმენტური სიმართლის მიწოდების საშუალებებით.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საზოგადოებას სწორედ სამართლებრივი თვალსაზრისით აინტერესებს, ჰქონდა თუ არა აკრძალულ ტრანზაქციებს ადგილი, რაში გამოიხატება საგამოძიებო უწყების მხილება, რამდენად დასაბუთებული და პროპორციულია საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება და რა დოკუმენტური მტკიცებულებები გააჩნია „თიბისი ბანკს“ უფლების დასაცავად. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, არც ერთი მხარე არ უნდა შეიზღუდოს სამართლებრივი პრეტენზიების დასაბუთებაში. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ეროვნულ დონეზე, აგრეთვე საერთაშორისო ინტანციებში, გაცილებით მეტი შესაძლებლობა არსებობს სიმართლის დადგენისა და საკითხზე კანონიერი გადაწყვეტილებებისთვის. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ვალდებულია ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს, მათ შორის ცალსახად განიმარტოს, სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მოქმედებები, რა ფორმით და რა საფუძვლებით შეიძლება უკავშირდებოდეს პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგს, წარმოადგენს თუ არა რაიმე ფორმით საქართველოს ეროვნული ბანკისა და საგამოძიებო უწყებების მოქმედება მმართველი პოლიტიკური პარტიის თამჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან პირადი უთანხმოების საკითხს ან ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესს, ვინაიდან აღნიშნულ მოსაზრებებს ადგილი გაუჩნდა საზოგადოების სხვადასხვა წრეებში.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ნებისმიერი განცხადება, რომელიც კეთდება პოლიტიკური ჯგუფების, დაინტერესებული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ცალკეული აქტივისტების მხრიდან შერჩევით მართლმსაჯულებაზე, უწინარეს ყოვლისა, აზიანებს „თიბისი ბანკის“ ფუნქციონირებას და ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს მიმართ ქმნის დესტრუქციულ წარმოდეგნებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პროცესში დემოკრატიული ინსტიტუციების ჩართვით და საერთაშორისო დონორების მონაწილეობით, უნდა მოხდეს ბანკის რეპუტაციული მდგომარეობის შენარჩუნება და ბანკი თავად უნდა იყოს დაინტერესებული, ჰქონდეს ერთმნიშვნელოვანი პოზიცია საზოგადოებისთვის, რომ შესაძლო დარღვეულ უფლებას დაიცავს მხოლოდ სამართლებრივი საშუალებებით. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ახდენს საკითხის გაშუქებას მედია, რომელიც უნდა გამოირჩეოდეს მიუკერძოებლობის სტანდარტებით და საკითხის სიღმისეული და ყოველმხრივი გაშუქების ფორმით.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულების მიუხედავად, რომელიც დაკავშირებულია ბანკების მოსახლეობის მიმართ არაკეთილსინდისიერ მოპყრობასა და ადამიანის უფლებების ტოტალურ დარღვევაში, რაზეც პრინციპული მუშაობა უნდა გაგრძელდეს, დღეს „თიბისი ბანკის“ მიმართ რეპუტაციული რისკი, შესაძლებელია, მძიმედ აისახოს ქვეყნის ეკონომოკური სტაბილურობის განვითარებაზე. ამასთან, ორგანიზაციას არ გაქარწყლებია სამართლებრივი პრეტენზიები ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძის მიმართ, რომლის მონაწილეობით ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ წაართვა ლისის ტბა. რამაზ ახვლედიანის მიმართ ქონების დათმობის შემდეგ, პრეზიდენტის განკარგულებით, იგივე საპროექტო პირობებით, დათმობილი ქონების მესაკუთრე გახდა სწორედ მამუკა ხაზარაძე და მისი კომპანიები. შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენა და სამართლიანობის განცდა თანაბრად უნდა არსებობდეს, იმის მიუხედავად, ვის რა მოცულობის დარღვეული უფლება გააჩნია.

NS

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი