უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 ივლისი, 2017 14:30
font-size

თბილისის მერია ახალი საინფორმაციო ცენტრის შექმნას გეგმავს

თბილისის მერია მუნიციპალური სერვისების განვითარებას და გაუმჯობესებას განაგრძობს. მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის განახლების შემდეგ, დედაქალაქის მთავრობა ახალი საინფორმაციო ცენტრის შექმნას გეგმავს, რაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს ერთ ნომერზე დარეკვით მიიღონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია მუნიციპალიტეტში შემავალი სამსახურებიდან.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სწრაფი და კვალიფიციური დისტანციური მომსახურებით თბილისის მერია მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში დამატებით სერვისებსაც შესთავაზებს, მათ შორის იქნება : უკან გადარეკვის სერვისი, ონლაინ კონსულტაცია შშმ პირებისთვის, სტანდარტული სერვისების შესახებ სმს შეტყობინებით ინფორმაციის მიწოდება, შშმ პირებისათვის გამარტივებული მომსახურება ჟესტური ენის ოპერატორის მიერ, მომსახურება ინგლისურ ენაზე და სხვ.

პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით ხორციელდება. დაგეგმილი სიახლის შესახებ პრეზენტაცია დღეს სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში გაიმართა.

თბილისის მერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ახალი საინფორმაციო ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ეს იქნება კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელსაც თბილისის მერია გერმანელ პარტნიორებთან ერთად განახორციელებს.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ დავასრულეთ მოქალაქეთა მომსახურების ერთიანი სივრცის შექმნა და ამ პროექტმა გაამართლა, ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან მასთან დაკავშირებულ პროექტს, რომელიც გულისხმობს ერთიანი საინფორმაციო ცენტრის ფორმირებას. მოქალაქეებს ექნებათ ერთი მარტივი ნომერი, რომელზე დარეკვის შემთხვევაშიც ისინი მიიღებენ ყველა იმ ინფორმაციას რაც სჭირდებათ მუნიციპალურ სერვისებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს იქნება გაცილებით უფრო ოპერატიული, ვიდრე დღეს არსებული სისტემაა,“- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი