უახლესი ამბები
- 18.01.2021 23:20რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე
- 18.01.2021 21:40„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”
- 18.01.2021 21:32საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში არის შეუქცევადი გზა და ამას ალტერნატივა არ აქვს - „ევროპელი სოციალისტები“
- 18.01.2021 20:59ლევან ვასაძე პოლიტიკაში აქტიურად ერთვება
არქივი
საზოგადოება


თბილისის საკრებულოს დეპუტატებს 35 მანქანა ემსახურება, ლონდონის საკრებულოს წევრებს კი არცერთი - „ფლანგვის დეტექტორი“
არასამთავრობო ორგანიზაცია „მმართველობითი მონიტორინგის ცენტრის“ მედიაპროექტის, „ფლანგვის დეტექტორის“ მონაცემებით, თბილისის საკრებულოს დეპუტატებს 35 მანქანა ემსახურება მაშინ, როცა ლონდონის წარმომადგენლობითი ორგანოს (Greater London Authority )წევრებს - არცერთი.
როგორც „ფლანგვის დეტექტორის“ ფეისბუკის გვერდზეა აღნიშნული, ლონდონის საკრებულოს წევრები საჯარო ტრანსპორტით სარგებლობენ.
„დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის საკრებულოდან მიღებული წერილიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წევრები და თანამშრომლები სამსახურეობრივი მანქანებით, ან სხვა რაიმე ტიპის დამატებითი ბენეფიტებით სახელმწიფოსგან არ სარგებლობენ. ასევე ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ლონდონის მერი და კოლეგიის სხვა წევრები საჯარო ტრანსპორტით გადაადგილდებიან“, - წერია „ფლანგვის დეტექტორის“ პოსტში.
„ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, 2016 წელს თბილისის საკრებულოს ბალანსზე არსებული მანქანების შენახვა ბიუჯეტს 104 396 ლარი დაუჯდა.
იმავე პოსტში ნათქვამია, რომ ლონდონის გზის მოცულობა 14 794 კმ-ს შეადგენს, ხოლო მთელი საქართველოს ქალაქებისა და სოფლის გზა 13 446 კმ-ს მოიცავს ( 2015 წლის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით).
როგორც ფეისბუკის პოსტში წერია, გამოყენებულია თბილისის საკრებულოდან და ლონდონის წარმომადგენლობითი ორგანოდან მიღებული ინფორმაცია.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”
18 იანვარი, 2021 , 21:40

პირველი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდებიან
18 იანვარი, 2021 , 17:45

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2994 ლარი გახდა
18 იანვარი, 2021 , 17:15

18 იანვრიდან “ტელესკოლის“ გაკვეთილები განახლდა
18 იანვარი, 2021 , 17:15

ესპანეთი ძალიან მალე გააჟღერებს ვაქცინებთან დაკავშირებული „სოლიდარობის გეგმას“ - ესპანეთის საგარეო საქმეთა მინიტრი
18 იანვარი, 2021 , 16:10

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა და ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა განიხილა
18 იანვარი, 2021 , 15:20