უახლესი ამბები
- 26.04.2024 12:40სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
- 26.04.2024 12:3029 აპრილს რუსთაველზე დგომა არის ისტორიული სირცხვილი - ზურაბ ჯაფარიძე
- 26.04.2024 12:22საქართველოს ევროინტეგრაცია ვერც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე და ვერც ივანიშვილის დასანქცირებაზე ან ვიღაცების დასანქცირებაზე ვერ გაივლის -გიორგი გახარია
- 26.04.2024 11:41საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს
- 26.04.2024 08:54ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით მართავს რუსული ხელისუფლება - ნიკა მელია
არქივი
საზოგადოება
„ისრაელის სახლმა“ თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულებს დახმარება გაუგზავნა
„ისრაელის სახლის“ ბორდის წევრების ერთობლივი გადაწყვეტილებით, თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულებს დახმარება გაეგზავნათ. „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა იციკ მოშემ საქართველოში თურქეთის საელჩოს პირადად გადასცა საბან-ბალიშები და თბილი პლედები. ჰუმანიტარული დახმარება ხვალ თურქეთში გაიგზავნება.
ჰუმანიტარული ტვირთის გადაცემის შემდეგ, იციკ მოშე თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა, შემდეგ კი საქართველოში თურქეთის ელჩს ალი ქაან ორბაის შეხვდა.
როგორც იციკ მოშემ ელჩთან საუბრისას განაცხადა, „ისრაელის სახლი“ უერთდება ისრაელის სახელმწიფოს მხარდაჭერას და ამ მძიმე წუთებში გვერდით უდგას თურქ ხალხს. „ჰუმანურობა ისრაელისა და ებრაელი ხალხის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია და გულგრილი ვერ ვიქნებით იმ ტრაგედიისადმი, რომელიც თურქეთში დატრიალდა“, - განაცხადა იციკ მოშემ.
მანვე თურქეთის ელჩს აცნობა, რომ თურქეთში გაიხსნება „ისრაელის სახლის“ წარმომადგენლობა.
იციკ მოშემ მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს, რომელმაც AEPJ-სთან ერთად იზმირში ებრაული კვარტალი შექმნა, იგეგმება, აგრეთვე, ებრაული მუზეუმის გახსნა.
თურქეთში დაზარალებულების დახმარებაში ჩაერთო, აგრეთვე, „ისრაელის სახლის“ ბორდის წევრი ისრაელიდან მოშე კარასო.