უკან
საზოგადოება
19 იანვარი, 2019 18:36
თბილისში, აფრიკის დასახლებაში 13 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
თბილისში, აფრიკის დასახლებაში 13 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში დაკარგული იყო.
არსებული ინფორმაციით, ცხედარი თხრილში იპოვეს. ვარაუდობენ, რომ ბავშვი თხრილში ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა.
13 წლის ბიჭის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან მის საცხოვრებელ სახლში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.