პოლიტიკა


თბილისში, იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციის მონაწილეები შენობაში შეჭრა სცადეს - ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
თბილისში, იუსტიციის სახლთან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გაყიდვის წინააღმდეგ „ქართული მარშის“ ორგანიზებით აქცია იმართება.
აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა უშედეგოდ. დაკეტილია იუსტიციის სახლის ორივე შესასვლელი, რის გამო იუსტიციის სახლში მოქალაქეები შესვლას ვერ ახერხებენ.
შეკრებილები აპროტესტებენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე დაწესებული მორატორიუმი. აქციის მონაწილეები ამ გადაწყვეტილებას „ანტიქართულს“ უწოდებენ.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, იუსტიციის სახლში რამდენიმე ადამიანი შეუშვან და დაიწყოს მოლაპარაკებები, რათა შეჩერდეს ეს პროცესი, ვიდრე კანონი ამოქმედდება. ისინი უშუალოდ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ, რათა მიმართოს მას, არ დაუშვას მიწების უცხოელებზე გასხვისება.
„ქართული მარშის“ გარდა, აქციაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. იუსტიციის სახლთან შეკრებილების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პერმანენტულ აქციებს გამართავენ.
პარასკევს საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო, რის გამო ის ძალადაკარგულად გამოცხადდა, თუმცა შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა. საქმე ისაა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების შესახებ შეზღუდვებს კვლავ აწესებს.
საკვანძო სიტყვები:
მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 18:57

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 12:27
პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:17

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:14
აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი
26 სექტემბერი, 2025 , 12:11
ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი
25 სექტემბერი, 2025 , 15:27