უკან
საზოგადოება
5 დეკემბერი, 2016 18:35
თბილისში მიკროავტობუსის გარე განათების ბოძზე შეჯახებისას მგზავრები დაშავდნენ
თბილისში, მტკვრის სანაპიროზე მიკროავტობუსი გარე განათების ბოძს შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსში 8 ადამიანი იმყოფებოდა.
3-მა მგზავრმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
ნინო ექვთიმიშვილი