უკან

საზოგადოება

9 ივნისი, 2025 13:54
font-size

თბილისში მსოფლიო ბალეტის სუპერვარსკვლავი იცეკვებს

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი რიტმი“ გრძელდება. მისი მომდევნო სტუმარი მსოფლიო ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა იქნება. ის საქართველოს პირველად ესტუმრება.

როგორც თბილისში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ფესტივალის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ანი ლაღიძემ განაცხადა, ოსიპოვა თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ბალერინად არის აღიარებული. იგი ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტია.

„ნატალია ოსიპოვა 15 ივნისს გრიბოედოვის სახელობის თეატრში პუბლიკის წინაშე განსაცვიფრებელი საპრემიერო პროგრამით -- „ნატალია ოსიპოვა - ბუნების ძალა“ -- წარდგება. წარმოდგენა აერთიანებს კლასიკურ და თანამედროვე დადგმებს, რომლებიც ოსიპოვას, როგორც მოცეკვავის, მრავალფეროვნებსა და შემოქმედებით თავისუფლებას უსვამს ხაზს’, -- აღნიშნა ანი ლაღიძემ.

როგორც „თბილისი რიტმის“ საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნინო ბეგლარიშვილმა განაცხადა, ნატალია ოსიპოვას სულ 172 როლი აქვს შესრულებული. „ბუნების ძალაში“ მათგან საუკეთესოები გააერთიანა.

„იგი ისეთ მოცეკვავეებს განეკუთვნება, რომლებიც გაიძულებენ, უყურო“, -- შენიშნა ნინო ბეგლარიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ბალეტის ვარსკვლავი თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა საბალეტო დასის წამყვან მოცეკვავეებთან ერთად ჩამოდის. ესენი არიან: ქორეოგრაფი და მოცეკვავე ჯეისონ კიტელბერგერი, ვენის ოპერის წამყვანი სოლისტი ვიქტორ კაიშეტა, ლონდონის ნაციონალური ბალეტიდან -- ფრანჩესკა ველიკუ და დენიელ მაკორმიკი, მარიინსკის თეატრის წამყვანი სოლისტი და პინა ბაუშის დასის მოწვეული არტისტი დარია პავლენკო და შაჰარ ბინიამინის დასის მთავარი მოცეკვავე ჯოზეფ კუდრა.

ფესტივალ „თბილისი რიტმის“ 2025 წლის სეზონი 4 მაისს მარჯანიშვილის თეატრში ვირტუოზმა კუბელმა პიანისტმა რობერტო ფონსეკამ მუსიკალურ ჯგუფთან ერთად გახსნა. 9 სექტემბერს გრიბოედოვის თეატრში კი სეზონი ლეგენდარული ფრანგი აკორდეონისტის, რიშარ გალიანოს, საპრემიერო ალბომით დაიხურება.

ფესტივალი „თბილისი რიტმი“ საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. მისი ორგანიზატორია საპროდიუსერო კომპანია „თაგის არტი“.

ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

22 სექტემბერი, 2025 , 13:15

30 სექტემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში, მიიღე პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და რაც მთავარია, დაეუფლე მომავლის პროფესიების

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

22 სექტემბერი, 2025 , 13:08

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პლასტიკის პროდუქციის მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ისეთი მოდელის შემუშავების და დანერგვის აუც

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღზარდა, ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას, აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, გამოცხადდა დამოუკიდებლობის აღდგენა - ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი, 2025 , 12:53

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღუზარდა ჩვენს ქვეყანას. ეს სასახლე ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას – სწორედ აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის ა

ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი, 2025 , 12:43

დარწმუნებული ვარ, ეროვნული სასახლე კიდევ მრავალ თაობას აღუზრდის ჩვენს ქვეყანას, კიდევ მრავალი თაობა დაეუფლება აქ ხელოვნების, მეცნიერების საფუძვლებს, ეზიარება სპორტს და კიდევ ბევრი ღირსეული ადამიანი შეემატება ჩვენს კულტურ

საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო

22 სექტემბერი, 2025 , 12:29

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი სამომხმარებლო მიმართულებით როგორც ქვეყნის, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბ

საქართველოს ბანკი კონტენტ კრეატორების მხარდასაჭერად მასშტაბურ ქართულ რეალითი შოუ Creator-ს იწყებს

19 სექტემბერი, 2025 , 19:09

საქართველოს ბანკი ქართველი კონტენტ კრეატორების მხარდასაჭერად, პირველ მასშტაბურ ქართულ რეალითი შოუს - Creator-ს იწყებს. პროექტის მიზანი Youtube ეკოსისტემის გაძლიერება, ახალი მაყურებლების მოზიდვა, კრეატორების მხარდაჭე