პოლიტიკა


თეა წულუკიანი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტთან შეხვედრას მართავს
იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის − არბიტრაჟის დასანერგად. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პარიზში საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს (ICC) პრეზიდენტ ალექსის მურს ხვდება. შეხვედრაზე საარბიტრაჟო კანონმდებლობას და საარბიტრაჟო სისტემის ჩამოყალიბების პრაქტიკულ საკითხებს განიხილავენ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საარბიტრაჟო წესით დავების განხილვის შესაძლებლობის დანერგვა საქართველოში სასამართლო რეფორმის ნაწილია. არბიტრაჟი, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმი, ერთი მხრივ, შესაძლებლობას მისცემს ბიზნესს, სწრაფად, მარტივად და ნაკლები ფინანსური დანახარჯით გადაწყვიტოს ურთიერთშორის არსებული დავები, მეორე მხრივ კი, განტვირთავს სასამართლო სისტემას საქმეებისაგან. ამ მიზნით იუსტიციის სამინისტრო კომერციული არბიტრაჟის სფეროს ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და სანდო ორგანიზაციასთან − საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან თანამშრომლობს. შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც „ICC“-სა და საქართველოს წარმომადგენლები არბიტრაჟის სისტემის დანერგვისათვის მნიშვნელოვან საკითხებსა და პრინციპებზე მსჯელობენ. შეხვედრა თეა წულუკიანსა და ალექსის მურს შორის სწორედ ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმართება.
საქართველოში სანდო და პოპულარული საარბიტრაჟო სისტემის განვითარება მნიშვნელოვანია როგორც ქართველი ბიზნესმენებისთვის, ისე უცხოელი ინვესტორებისათვის; ამასთან ეს შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას, გადაიქცეს რეგიონულ ცენტრად დავების არბიტრაჟისა და სხვა ალტერნატიული საშუალებებით დავების გადაწყვეტის კუთხით. 2015 წლიდან, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით განხორციელებული ცვლილებებით, ქართული კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდა “UNCITRAL“-ის მოდელურ სამართალთან, აგრეთვე უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ ნიუ-იორკის კონვენციასთან, რამაც მტკიცე სამართლებრივი საფუძველი შექმნა საარბიტრაჟო პრაქტიკის განვთარებისათვის.
საკვანძო სიტყვები:
მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 18:57

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 12:27
პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:17

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:14
აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი
26 სექტემბერი, 2025 , 12:11
ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი
25 სექტემბერი, 2025 , 15:27