პოლიტიკა


თეა წულუკიანის ზედაპირული განცხადება ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციაზე არის დამაზიანებელი და უპასუხისმგებლო ნაბიჯი - „თეთრი ხმაურის მოძრაობა“
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურება. როგორც წულუკიანმა თქვა, „არამც და არამც არ უნდა მოხდეს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია“.
„თეთრი ხმაურის მოძრაობისთვის“ გაუგებარია, რამ განაპირობა მინისტრის პოზიციის ცვლილება, რადგან სწორედ ამ უწყების ინიციატივით 2013 წელს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომლის მიხედვით ერთმანეთისგან გამიჯნული იყო ნარკოტიკების ფლობისთვის, პირადი მოხმარებისა და გასაღებისთვის დასაწესებელი სანქციები.
„გაუგებარია, რამ განაპირობა მინისტრის პოზიციის ასეთი ცვლილება როდესაც სწორედ ის გახლდათ 2013 წელს ნარკოპოლიტიკის ცვლილების ერთ-ერთი პირველი ინიციატორი და მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზაციის ქომაგი. დღეს ინიცირებული კანონპროექტიც სწორედ მინისტრის მიერ წინა წლებში შემუშავებული კანონპროექტის პრინციპებზეა დაშენებული“, - ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.
„თეთრი ხმაურის“ ინფორმაციით, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა და ჯანდაცვის კომიტეტის ერთობლივი კანონპროექტი, რომლის განხილვა 16 ოქტომბერს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოში გაიმართება, მკაცრად სჯის ნარკოტიკების შემოტანა-გაყიდვას.
მოძრაობამ მინისტრის ნათქვამი „დამაზიანებელი და უპასუხისმგებლო“ უწოდა და მიმართა წულუკიანს, განმარტოს თავისი პოზიცია ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის შესახებ.
„რაც შეეხება თეა წულუკიანის დღევანდელ განცხადებას შემოტანასა და გაყიდვასთან დაკავშირებით, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა და ჯანდაცვის კომიტეტის შეთავაზებული კანონპროექტით აღნიშნული ქმედებები ისედაც მკაცრად დასჯადი რჩება, რაც მინისტრისთვის ცნობილი უნდა იყოს.
მიგვაჩნია, რომ დღევანდელ სენსიტიურ პერიოდში, როდესაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ყურადღება მიპყრობილია აღნიშნული საპარლამენტო პროცესისკენ, მინისტრის ასეთი ზედაპირული განცხადება არის დამაზიანებელი და უპასუხისმგებლო ნაბიჯი.
ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ეს ყოველივე ხდება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრამდე 4 დღით ადრე (შეხვედრა გაიმართება 16 ოქტომბერს).
მოვუწოდებთ ქალბატონ თეა წულუკიანს, ნათლად განუმარტოს საზოგადოებას, თუ რას გულისხმობს „ლიბერალიზაციის“ ბუნდოვან ტერმინში, რადგან ინიცირებული კანონპროექტი არა შემოტანისა და გავრცელების, არამედ მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზაციას ეხება“, - წერია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, თეა წულუკიანის განცხადებით, ის ემხრობა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, მაგრამ არა სრულ დეკრიმინალიზაციას. მან აღნიშნა, რომ შესაბამისი ნაბიჯები უკვე გადაიდგა, მაგალითად, ექიმი აღარაა ვალდებული, პოლიცია შეატყობინოს ზედოზირების შესახებ.
ანა მებურიშვილი
მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 18:57

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 12:27
პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:17

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:14
აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი
26 სექტემბერი, 2025 , 12:11
ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი
25 სექტემბერი, 2025 , 15:27