უკან

საზოგადოება

18 ივლისი, 2025 20:28
font-size

თეა წულუკიანმა ოჯახთან ერთად ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

პარლამენტის თვმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი წერს, რომ ოჯახთან ერთად ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. წულუკიანი Facebook-პოსტში მიზეზად „ცილისწამებას" ასახელებს.

„დღეს, ჩვენს ჭაღებიან გოგონას (ნუ, სხვა რაღაცეებიანსაც), ვუჩივლეთ ოჯახმა და ადვოკატი და პასტა და ფურცელი მოიმარაგოს.

მე კი სულ ვიცოდი, რომ მართლები ვიყავით, მაგრამ ახლა ჩივილის დროა! ბაცილებს რაც მეტს გაუტარებ, მით მეტად გათავხედდებიან. თან, უკან მოსვლასაც აპირებენ და...

მიშასტელეფონიანი თინა ბოკუჩავა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც 2012-2013 წლებში პირველმა მიაყენა მამაჩემს შეურაცხყოფა. მიშამ დაავალა, უარს ვერ ეტყოდა (აქ, თვალის პაჭუნი). მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვიყავი პოლიტიკაში, თორემ ლამაზ თინიკოს ავთანდილ წულუკიანი არასოდეს გაახსენდებოდა. იგივეს აკეთებდა ხოლმე ვივა-მედის კრიმინალი ბაიყუში, როცა იუსტიციაში ვიყავი და გაბრაზდებოდა ვანოს, ბაჩოს ან პეტრეს დაპატიმრებაზე ან კიდევ მისი ექსტრადიციის მოთხოვნის შესახებ წერილის გაგზავნაზე. თორემ სხვა შეხება მოსამართლე ავთანდილ წულუკიანს და ბნედიანს არ ჰქონიათ. „მეტი საქმე არ მაქვს, მასეთებს ველაპარაკოს“ პრინციპით, ავთანდილ წულუკიანმა 2000 წელს სასამართლო სისტემა დატოვა და პენსიაზე გავიდა. ეს ის დროა, სისხლისმსმელი სააკაშვილი ქართველ ერზე ექსპერიმენტის ჩატარებას რომ იწყებს. ამის შემდეგ, იმ ქალებს, რომელთა მძივებზეც მიშას ხელები შეუწმენდია, ან კიდევ თავად ბაიყუშს, არ უხსენებიათ ავთანდილ წულუკიანი. მგონი, რადგან არ დავკვირვებივარ.

მხოლოდ ჭიჭე ვაშაძეს რომ შეუვრდა იმ თაკო ჩარკვიანმა ახსენა ერთხელ პარლამენტში (იმ დღეს, საუზმეში დამამშვიდებლის ჩაყრა ჰქონდა ოჯახს დავიწყებული, მისი რა ბრალია!).

ეს ის თაკოა, მამამისი რომ შეუფერებელ ადგილას დაასაფლავა „აქანე კარადას დავდგამ“ პრინციპით და მის სიცოცხლეშიც, მამამისის წინ ძნელადდავარცხნილი კვიცივით რომ დახტოდა.

ბოლოს საგამოძიებო კომისიაც შეიქმნა და „ქართულმა ოცნებამ“ მისი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა მე დამაკისრა. შევუდექი თუ არა საქმიანობას, ჭაღებით გასვეტებულმა მადამ კოდუამ, რომელიც ქმრის მიერ წართმეული მანქანებით დაჯირითობდა ქალაქში ნაცების დროს, ისევ გაიხსენა მამაჩემი. გასაგებია, რომ ვანო მერაბიშვილის მიერ შექმნილი ქმრის მიერ შექმნილი ინდივიდია, სხვა სტატუსი ჯერ-ჯერობით ისევ არ აქვს, მაგრამ როდემდე უნდა ვიძახოთ, რატომ უნდა უჩივლო „მასეთს“?

ჰოდა, დღეს, მე, 82 წლის დედაჩემმა, ჩემმა ძმამ და ჩემმა ძმის შვილმა შევიტანეთ სარჩელი ცილისწამებაზე. ნანულ, ოჯახშიდ კიდენა მეტნიცა ვაართ, მარა ამ ეტაპზე ეს იკმარე.

ნანა ჟორჟოლიანს გამოქვეყნებული აქვს 20 პირიანი სია სახელწოდებით: წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი. ამ სიას აქ არ ვაქვეყნებ, რადგან, სავარაუდოდ, არაერთი მათგანი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში, მათ შორის, განზრახ მკვლელობაში, გვამების დანაწევრებასა და ნაგავში გადაყრაში და ა.შ. მსჯავრდებული ხალხია წარსულში და მათ წარსულში ქექვა, ნანა-ნანუკა-ნანულა-ნანუჩიოსგან განსხვავებით, ჩემი საქმე არ არის.

უბრალოდ ვიტყვი, წარდგენილია საბუთები, რომ 15 პირი ცოცხალია დღესაც, 1 პირი მას მერე გარდაიცვალა, როცა მამაჩემი საიქიოში იყო უკვე, ზოგი მას მერე გარდაიცვალა, რაც საქართველომ სიკვდილით დასჯა გააუქმა, ერთის იდენტიფიცირება საერთოდ ვერ ხდება და ა.შ.

ახლა, საინტერესოა, ვინ მოკლა იმან და რაფერ ხთეფა ისე, ნანულ, რომ მე ვარ თურმე მკვლელის შვილი.

აღარ ვაპირებთ, რომ გავატაროთ. გეიგეე?

ნანუჩ, აბა, სილიკონის ტუჩები (და ისინიც) დაპრუწე და თქვი ....“ - წერს წულუკიანი.

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:40

ხის დარგვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, ქალაქ ფოთის მეხუთე საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. ღონისძიება ეროვნული სატყეო სააგენტოს

თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში

21 ოქტომბერი, 2025 , 15:49

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ემიგრანტებისთვის მობილბანკში გზავნილების მორიგი კამპანია დაიწყო.  კამპანია განკუთვნილია საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ

საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

21 ოქტომბერი, 2025 , 12:57

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, საქართველოს ბანკსა და დეველოპერულ კომპანია „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი, საქართველოს ბანკის კორ

„დინამოს“ ლეგენდებმა „აიაქსის“ ლეგენდები ანგარიშით 5:2 დაამარცხეს

20 ოქტომბერი, 2025 , 14:42

თბილისის “დინამოს” ვეტერანებმა ამსტერდამის “აიაქსის” ვეტერანები ანგარიშით 5:2 დაამარცხეს. ლეგენდების მატჩი თბილისის "დინამოს" დაარსების 100 წლისთავს მიეძღვნა და ბორის პაიჭაძის სახელობის “დინ

​მთავარი ხარჯები დაკავშირებული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, მაგრამ არის შენობები, რომელთა რეალიზაციის სანაცვლოდ შეიძლება, აშენდეს ახალი ინფრასტრუქტურა​ - ირაკლი კობახიძე

20 ოქტომბერი, 2025 , 10:38

​მთავარი ხარჯები დაკავშირებული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, თუმცა ვფიქრობთ, რომ გადათამაშებით შეიძლება, რეალურად გავიდეთ საკმაოდ დაბალ ხარჯზე, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობ

თბილისმა ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ - SBC Summit Tbilisi 2025-ს უმასპინძლა

18 ოქტომბერი, 2025 , 13:08

თბილისში, სასტუმრო “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” რეგიონის უმსხვილესი iGaming და Tech კონფერენცია SBC Summit Tbilisi 2025 გაიმართა. ღონისძიება 15-16 ოქტომბერს ჩატარდა და ევრაზიის რეგიონი სრულად მოიც