უკან

საზოგადოება

21 მარტი, 2019 16:50
font-size

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა - ეკატერინე გალდავამ საჯარო ლექცია გამართა.

ლექცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა - დავით გურგენიძემ. ეკატერინე გალდავამ წყალმომარაგების, საინჟინრო და სამშენებლო დარგის მიმართულების სტუდენტებს კომპანიის საქმიანობისა და პრიორიტეტების შესახებ ესაუბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა წყლის რესურსის დაცვის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე, რეგიონებში წყლის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე და სტუდენტებს წყლის რესურსების დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევები და მსოფლიოში არსებული პრაქტიკა გააცნო.

კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, წყალმომარაგება-წყალარინების სპეციალობაში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ორი სტუდენტი, დასაქმების პერსპექტივით, კომპანიაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის.

ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა - დავით გურგენიძემ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელებს სტუდენტების დასაქმებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ, სამომავლოდ, ეს პროცესი სხვა წარჩინებულ სტუდენტებსაც შეეხება.

„ეს მნიშვნელოვანი დასაწყისია, რადგან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ჩვენი სტუდენტების ერთ-ერთი სერიოზული დამსაქმებელია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტს აქვს საშუალება ახალგაზრდებს, რომლებიც თავისი პროფესიით იქნებიან დასაქმებულნი, მისცეს ინდივიდუალური საგანმანათლებლო გრაფიკი, რათა ხელი არ შეეშალოთ სწავლასა და საქმიანობაში.

სამშენებლო ფაკულტეტზე ყველა პირობაა იმისა, რომ შეიქმნას ისეთი აკადემიური გარემო და ინფრასტრუქტურა, რომელიც პიროვნებას შესაძლებლობას მისცემს ჩამოყალიბდეს მაღალკვალიფიციურ კადრად. ასწლიანი იმიჯის მქონე ფაკულტეტი არის ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტირებული ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის, უსაფრთხოების დაცვისა და განვითარების კერა, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებას საიმედო და განათლებული რესურსით. ფაკულტეტზე არსებობს მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი რამდენიმე ლაბორატორია. მალე გაიხსნება ახალი ლაბორატორია და ცენტრი - პირველის შექმნას მოხმარდა 250 ათასი ლარი, მეორისას - 6,5 მლნ ლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ტუდენტები პრაქტიკის გავლას უნივერსიტეტიდან გაუსვლელად, ადგილზე შეძლებენ. ამისთვის არაერთი სამუშაო ტარდება და რაც მთავარია, ეს არის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ სტუდენტებს სწავლისთვის უკეთესი პირობები ჰქონდეთ“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებისთვის საინტერესო შეკითხვებს კომპანიის დირექტორის მოადგილეებმა და შესაბამისი დეპარტამენტის უფროსებმა უპასუხეს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი