უკან

კომენტარი

7 ნოემბერი, 2017 16:35
font-size

თითოეული ჩვენგანი გადის პენსიაზე და ჩვენ გვინდა გვქონდეს რაღაც კონკრეტული შემოსავალი, როცა ეს ასაკი დადგება - სოსო ფხაკაძე

საქართველოს ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის შეფასებით, დაგროვებითი პენსიის რეფორმა სქემაში ჩართული მხარეებისათვის იქნება მომგებიანი.

მისივე თქმით, თითოეული ჩვენგანი გარკვეული პერიოდის შემდეგ გადის პენსიაზე და გვინდა გვქონდეს რაღაც კონკრეტული შემოსავალი, როცა ეს ასაკი დადგება.

ამის შესახებ ფხაკაძემ ჟურნალისტებს ბიზნესასოციაციაში განუცხადა, სადაც საკითხთან დაკაშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

„ეს არის უკვე მესამე მცდელობა, რომ ამ ქვეყანაში საპენსიო რეფორმა განხორციელდეს. პირველი იყო 90-იან წლებში, მეორე მცდელობა იყო 2011 წელს და მესამე - ახლაა. ვფიქრობ, ეს არის რეფორმა, რომელიც მომგებიანი და კარგი იქნება ამ სქემაში ჩართული მხარეებისთვის. საქართველოს ბინზესასოციაციის წარმომადგენლებმა დღესაც დააყენეს 7 სხვადასხვა შენიშვნა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არის მათი გათვალისწინების მზაობა. ის, რომ ამ რეფორმასთან დაკავშირებით განხილვის პროცესი ტრანსფარენტულია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი შენიშვნები ეხებოდა იმ საკითხებს, თუ როგორ დაინიშნებიან საინვესტიციო საბჭოს წევრები, როგორ მოხდება თანხების განკარგვა და სხვა. მოვუწოდებ ყველა ადამიანს, რომ იყოს ამ რეფორმაში ჩართული, იქნება ბიზნესმენი თუ არაბიზნესმენი“, - განაცხადა ფხაკაძემ.

მისივე თქმით, ეს რეფორმა უნდა განხორციელდეს.

„ძირითადი თანხების ინვესტირება მოხდება ქვეყნის შიგნით, თუმცა საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრა დამოკიდებული იქნება საინვესტიციო საბჭოზე და თუ ქვეყანაში ამოიწურება ის აქტივები, სადაც შესაძლებელი იქნება თანხების ინვესტირება, შეიძლება თანხის გარკვეული ნაწილი განთავსდეს უცხოეთში სხვადასხვა ფონდებსა და აქციებში“,- აღნიშნა ფხაკაძემ.

კითხვაზე, დამსაქმებლის მხრიდან 2%-იანი შენატანის ვალდებულება საპენსიო ფონდში, ხომ არ აისახება დასაქმებულების ხელფასზე, ფხაკაძის განცხადებით, ეს თანხა დაბეგვრას არ ექვემდებარება და ხარჯი 1.6% გამოდის.

„ეს გარკვეულწილად სოციალური პასუხისმგებლობაცაა. თითოეული ჩვენგანი გარკვეული პერიოდის შემდეგ გადის პენსიაზე და ჩვენ გვინდა გვქონდეს რაღაც კონკრეტული შემოსავალი, როცა ეს ასაკი დადგება ნებისმიერი ჩვენგანის შემთხვევაში", - განაცხადა ფხაკაძემ.

მონიკა დავლიანიძე

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი