უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 ივნისი, 2017 16:30
font-size

ტორონტოში „ქართული საღამო“ გაიმართა

კანადაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, საქართველოს პოპულარიზაციის აქციების ციკლმა „ქართული საღამოები“ სტარტი აიღო. „ქართული საღამოების“ პირველი ღონისძიება ქ. ტორონტოში სქარბოროუს მსოფლიო ფილმების ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, სადაც ნაჩვენები იქნა ქართველი რეჟისორის რუსუდან გლურჯიძის ფილმი „სხვისი სახლი“.

ფილმის ჩვენება კანადაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა და საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს მიეძღვნა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საღამო სქარბოროუს ფესტივალის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სერგეი პეტროვმა და მენეჯერმა კარტერ ბრუსმა გახსნეს. კინოთეატრში Fox შეკრებილ მაყურებელს კანადაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ მიმართა. მან ვრცლად ისაუბრა საქართველოს შესახებ, მის ისტორიასა და დღევანდელობაზე. ელჩმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა და ის მძიმე პირობები, რომელშიც იქ დარჩენილი მოსახლეობა იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ფილმის ჩვენებასთან დაკავშირებით, კანადაში საქართველოს საელჩომ კინოთეატრის შენობაში გამართა ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის ამსახველი ფოტო-გამოფენა.

ტორონტოში მცხოვრები კანადელი და ქართველი მუსიკოსებისგან შემდგარმა ანსამბლმა „დარბაზი“ შეასრულა ქართული ხალხური სიმღერები. ფესტივალის სტუმრებს საელჩო ტრადიციული ქართული კერძებითა და მინერალური წყლით გაუმასპინძლდა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი