უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 დეკემბერი, 2023 17:23
font-size

Touch Summit-ის Startup Challenge-ის შორთლისთი ცნობილია - სამიტის გენერალური პარტნიორი „საქართველოს ბანკია“

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, 7 - 8 დეკემბერს, რიგით მეშვიდე Touch Summit იმართება.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, სამიტის ფარგლებში Touch Platform-ამ ჰოლანდიურ ფონდებთან - Acrobator VC-სა და Crosspring-თან თანამშრომლობით, Startup Challenge გამოაცხადა, რომელში მონაწილეობაც Touch Summit-ის დამსწრე ყველა სტარტაპსს შეეძლო. განაცხადების მიღება 20 ნოემბერს დასრულდა.

ბანკის ცნობით, განცხადები შემოვიდა არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ასევე: პოლონეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან.

„გადარჩევის პროცესში ორგანიზატორების შიდა გუნდის გარდა ჩართულები იყვნენ თავად VC ფონდების წარმომადგენლები. შედეგად კი Touch Summit წარმოგიგენთ 10 შერჩეულ სტარტაპს, რომელთა შორის 500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპებიც არიან: STORI, QuickShipper, Awork, Gotcha Technology Inc., CALEN AI, Crosscreators,Warehouse, Wempler, DataStudio, Happykids.

შეგახსენებთ, რომ 10 შერჩეულ სტარტაპს ექნება შესაძლებლობა, ფინალამდე გაიაროს სპეციალური მენტორობისა და ქოუჩინგის სესიები და „დაფიჩოს“ ღონისძიების GROWTH STAGE-ზე.

კონფერენციის მეორე დღეს, 3 ფინალისტს მიეცემა შესაძლებლობა, სამიტის მთავარ სცენაზე, დიდი აუდიტორიის წინაშე წარსდგეს. გამარჯვებული კი ღონისძიების დახურვის ცერემონიალზე გამოვლინდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბანკის განმარტებით, Startup Challenge-ში გამარჯვება ნიშნავს, რომ სტარტაპი მიმზიდველია დასავლური VC-ების უმეტესობისთვის! თუმცა, კონკურსის მოგება არ იძლევა დაფინანსების 100%-იან გარანტიას, რადგან, საინვესტიციო გარიგების პირობების განხილვა თავად ინვესტორთან მოხდება.

„მოხარული ვართ, რომ Touch Summit-ის მხარდაჭერით სტარტაპებს ვაძლევთ განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევს – Acrobator VC და Crosspring- ისგან მოიზიდონ 1 მილიონ ევრომდე მოცულობის ინვესტიცია. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ სტარტაპები, რომლებიც სხვადასხვა სექტორში B2B (ან B2C) AI/ML პროგრამული უზრუნველყოფის, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, ფინ-ტექნიკის, ინფრასტრუქტურის, სინთეზური მედიისა და მონაცემთა გადატვირთვის ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობენ და დაინტერესებულნი არიან ვენჩურული ფონდებიდან ინვესტიციის მოზიდვით. განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ Startup Challenge- ის შორთლისთში მოხვდა 500 Georgia-ს მე-3 და მე-5 ნაკადის 4 სტარტაპი: STORI ; Quickshipper, Gotcha , Awork . მათ უკვე მიიღეს ძალიან კარგი გამოცდილება და ეს აისახა კიდეც მათი კომპანიების წარმატებაზე. რაც შეეხება Startup Challenge-ს მათაც, ისევე როგორც დანარჩენ „შორთ ლისთში“ მყოფ კომპანიებს საინტერესო გამოცდილების მიღებას ვუსურვებთ“,- აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

„რაც შეეხება თავად სამიტს: ორგანიზატორების მოლოდინით ღონისძიებას 100-ზე მეტი ინვესტორი და სტარტაპი (VC’s & Angels) დაესწრება რეგიონიდან, ასევე აღმოსავლეთ ევროპის, შუა აზიის და EMEA რეგიონებიდან.

Touch Summit-ს ექნება 3 სცენა: მომავლის, განვითარების და სტარტაპ და საინვესტიციო ისტორიების.

პროგრამა დილიდან გვიან საღამომდე დატვირთული იქნება პრეზენტაციებით, პანელური დისკუსიებით, ვორქშოფებით, შეხვედრებით, მენტორშიფ სესიებით, საერთო სამუშაო სივრცით, ბევრი ინსპირაციით, აღმოჩენებით და ახალი კავშირებით.

წლევანდელი სამიტის მიზანია კიდევ უფრო საერთაშორისო გახდეს ღონისძიება მოწვეული სპიკერების, დელეგატების, დამსწრე სტარტაპებისა და ინვესტორების მიმართულებით და კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი ადგილობრივი პროფესიონალებისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას.

სამიტზე წარმოდგენილი იქნებიან სპიკერები ისეთი წამყვანი კომპანიებიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით როგორიცაა: Google, Meta, IDEO, ReadyPlayerMe, NVIDIA, Spotify, MIRO, Sandbox, Cloudflare, Brain.Space, Breakfast.app, Dutch Digital Design, Launch Code, Unit9 და ბევრი სხვა.“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძე ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

26 ივლისი, 2024 , 14:53

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. მთავრობის მეთაური ლევილში ვიცე-პრემიერთან, კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად ი

Euromoney: საქართველოს ბანკი საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკია საქართველოში

26 ივლისი, 2024 , 12:23

საქართველოს ბანკი, როგორც ერთ-ერთი წამყვანი კერძო ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ადამიანებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი. ამისათვის კი ბანკი კორპორატიული სოციალური პასუხისმგ

სახალხო დამცველი შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

26 ივლისი, 2024 , 11:25

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობას - აწარმოოს აქტიური კომუნიკაცია გაფიცვაში მონაწილე დასაქმებულებთან და მათ წარმომადგენლებთან, - ამის შესახებ განცხადებას სახალ

Euromoney-მ საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში

24 ივლისი, 2024 , 13:59

საერთაშორისო გამოცემა Euromoney-მ, Awards for Excellence-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 2024 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. Awards for Excellence ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც 30-ზე მეტი წელია მსოფლიოს

28 ივლისამდე საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს

24 ივლისი, 2024 , 13:36

28 ივლისამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქში, 25 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 28 ივლისამდე დროგამ

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმას Ads მენეჯერის ბიზნესკურსი დაემატა

24 ივლისი, 2024 , 12:40

საქართველოს ბანკი აგრძელებს ბიზნეს განათლებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტის მიერ შექმნილ საგანმანათლებლო პლატფორმას, Businesscourse.ge, ახალი კურსი, Ads მენეჯერის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი