უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 ნოემბერი, 2018 17:35
font-size

თქვენი იუსტიციის მინისტრი გაათავისუფლეთ თანამდებობიდან, ხომ არ შეიძლება, ქვეყნის წინააღმდეგ საკუთარი იუსტიციის სამინისტრო მოქმედებდეს - გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ აგვისტოს ომსა და ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებულ განცხადებებს შემაშფოთებელი უწოდა.

მისი მტკიცებით, მმართველი გუნდი თავისი ქმედებებითა და განცხადებებით საფრთხეს უქმნის როგორც ქართველ სამხედროებს, ასევე დეოკუპაციის პოლიტიკას.

ვაშაძემ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ ქმედებებში დასდო ბრალი და მისი გადადგომა მოითხოვა.

„საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს, „ქართული ოცნება“ გადავიდა აღვირახსნილ სიცრუეზე, რომელსაც ისინი ყოველდღიურად ავრცელებენ, მაგრამ მათი დღევანდელი განცხადებები ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით აღარანაირ ნორმასა და სტანდარტში აღარ ჯდება.

დღეს ბატონმა კალაძემ განაცხადა, რომ თითქოს ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ჰააგის სასამართლომ შეიძლება გამოიძიოს კონკრეტული სამხედროების საქმეები. ბატონო კახი, მოუსმინეთ თქვენი იუსტიციის მინისტრის განცხადებას გუშინ წინ, სადაც მან პირდაპირ თქვა, რომ კონკრეტულ სამხედროებთან მიმართებით შეიძლება საქმე აღძრას ჰააგის სასამართლომ. უფრო მეტიც, მან ჩაიდინა დანაშაული და თქვა, რომ ეს სამხედროები და სახელმწიფო არაფერ კავშირში არ არიან ერთმანეთთან, თითქოს ეს გმირები იყვნენ ვიღაცები.

2015 წელს ქალბატონმა წულუკიანმა გააგზავნა წერილი ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში სადაც თქვა, რომ ქართულმა მხარემ შეწყვიტა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით. რა მიზნით? ძალიან კარგად იცოდა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო სწორედ ჩვენი სამხედროების წინააღმდეგ დაიწყებდა გამოძიებას ამის შემდეგ. რამდენიმე თვეში კი ეს გამოძიება ისევ გაანახლა, ეგონა, რომ ეს შეუმჩნეველი დარჩებოდა. უფრო მეტიც, ბატონო „ქართული ოცნების“ ლიდერებო, წლევანდელი წლის აგვისტოში სამოქალაქო სექტორმა პირდაპირ მოგიწოდათ, რომ დაუშვებელია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისა და კანდიდატების მხრიდან 2008 წლის ომის საკითხებით სპეკულაცია, რადგან ამან შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ომით დაზარალებული პირებისთვის სამართლიანობის აღსრულებას, ეს ყველამ მოგიწოდათ და რას აკეთებთ საერთოდ? ან სახელმწიფო იცით რა არის? ან სახელმწიფო ინტერესი? ხომ არ შეიძლება, თქვენს პერსონალურ ინტერესებს გადააყოლოთ ქვეყანა? ხომ არ შეიძლება, რომ შენნი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდე ყველა ნაბიჯით. ეს არის გამოუსწორებელი შედეგები, რაც შეიძლება საქართველომ იწვნიოს დეოკუპაციასთან მიმართებაში. არ შეიძლება, სამხედროებს ხაზი გადაუსვათ, ხალხო. ძალიან გთხოვთ, გონს მოეგეთ, ეს თქვენი განცხადებები ისევ რუსეთის მიერ იქნება გამოყენებული, როგორც თქვენი პრეზიდენტობის კანდიდატის სიტყვებია გამოყენებული, იმედი მაქვს, რომ ვერასდროს ვერ ეღირსება ეს ქალბატონი პრეზიდენტობას. ხალხო, არსებობს ქვეყანა, სახელმწიფო ინტერესი და სამშობლო, არ შეიძლება, ხაზი გადაუსვათ ამ ყველაფერს. შეეშვით ამ კატასტროფას. კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენი იუსტიციის მინისტრი გაათავისუფლეთ თანამდებობიდან და ჩააბარეთ ვინმე ნორმალურს ეს საქმე. ხომ არ შეიძლება ქვეყნის წინააღმდეგ საკუთარი იუსტიციის სამინისტრო მოქმედებდეს, რასაც ის აკეთებს 2015 წლიდან.“- განაცხადა ვაშაძემ.

საკვანძო სიტყვები:

მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 18:57

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ევროპის ერთ-ერ

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 12:27

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.  პარტიის პრესსამს

პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:17

პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სი

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:14

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, ე.წ. ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით, მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ, იანვრის შემდე

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი

26 სექტემბერი, 2025 , 12:11

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ

ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი

25 სექტემბერი, 2025 , 15:27

4 ოქტომბერს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვანია და წესით, ყველა კეთილსინდისიერი უცხოელიც, რომელსაც ასე უყვარს ქართველი ხალხი და დღე-ღამე, როგორც ჩანს, ჩვენზე ფიქრობს და კომენტარებ