კომენტარი
ტრამპი პირველ 100 დღეს ნავთობმომპოვებელ კომპანიებს შეზღუდვას მოუხსნის, რაც რუსეთის ბიუჯეტზე მწარედ აისახება -გრიგოლ ვაშაძე
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგორლ ვაშაძის განცხადებით, დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის პირველ 100 დღეს ნავთობმომპოვებელ კომპანიებს შეზღუდვას მოუხსნის.
როგორც ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში აღნიშნა, ყოველივე ეს კი რუსეთის ბიუჯეტზე მწარე ეფექტს იქონიებს.
„სრულიად გაუგებარია, რითი არის გამოწვეული მოსკოვის პოლიტიკური ელიტის სიხარული დონალდ ტრამპის არჩევის გამო. მე მგონია, რომ ახლა დაფიქრდებიან და ნელ-ნელა ეს ენთუზიაზმი გაუვლით. ამასთან მიმართებაში ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. ბატონმა ტრამპმა განაცხადა და ამას აუცილებლად გააკეთებს, რომ პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში აპირებს ყველანაირი შეზღუდვა მოუხსნას ნავთობისა და გაზის მომპოვებელ კომპანიებს და ამის გამოცხადებული მიზანია - შეწყვიტოს ნავთობის ყიდვა საუდის არაბეთიდან. ეს იმას ნიშნავს,რომ ირანთან ერთად, რომელიც დაუბრუნდა საერთაშორისო ენერგომატარებლების ბაზარს, საუდის არაბეთის ნავთობიც ზედმეტი გახდება, რომელიც მწარე ეფექტს იქონიებს რუსეთის ბიუჯეტზე“,-განაცხადა ვაშაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული - კახა კალაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:38
მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, მაგრამ რეალობა არის ეს, კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ - დიმიტრი ხუნდაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:21
გვინდოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკება, თუმცა, ხელში შეგვრჩა აკაცუკი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 12:18
როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ვერ გამოგყავს 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 11:33
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: მე არ მინდა არავითარი კომენტარი გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით, ადამიანურად ძალიან დასანანია, ის რაც ხდება
23 ოქტომბერი, 2025 , 11:23
გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 11:15

