პოლიტიკა
ტრამპი თუ შეასუსტებს „დიფ სთეითს“, გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება სტატუსკვო, თუმცა სტატუსკვოს პირობებშიც ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
ტრამპი თუ შეასუსტებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება სტატუსკვო, თუმცა სტატუსკვოს პირობებშიც ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თუ აშშ-დან არ იქნება პასუხი და არ იქნება არანაირი რეაგირება, ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ „დიფ სთეითი“ ვერ მარცხდება, ვერ სუსტდება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, ასეთ პირობებში ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში იქნება მეტი გამოწვევები.
„ჩვენ 4 წელი ბევრად უფრო რთულ ვითარებაში გვიწევდა ეროვნული ინტერესების დაცვა და ვიყავით უარესი სცენარისთვის მზად, რასაც ერქვა ტრამპის ოპონენტის არჩევა და შესაბამისად, პირდაპირ „დიფ სთეითის“ დარჩენა აშშ-ის ხელისუფლებაში, აქაც დავიცავდით ეროვნულ ინტერესებს. მარტივად არის საქმე, თუ ტრამპი შეასუსტებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, თუ ვერ შეასუსტებს, ამ შემთხვევაში დარჩება სტატუსკვო, თუმცა სტატუსკვოს პირობებშიც ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, მიჩვეული ვართ ჩვენ უკვე ამ მდგომარეობას ყველასთან, მათ შორის აშშ-სთან. იმედი გვაქვს, რომ ცალმხრივი არ იქნება ეს მეგობრობა, იქნება ორმხრივი, თუმცა ვნახოთ, ჩვენზე არ არის ეს დამოკიდებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
14 ნოემბერი, 2025 , 17:19
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:49

