უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 მარტი, 2025 09:28
font-size

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დახურული ერთ-ერთი ორგანიზაციის მაღალჩინოსანმა ჩემთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უნდა გავყოლოდით გზავნილებს, რომელსაც კონკრეტული ადამიანი გვაწვდიდა, საუბარი იყო ომში ჩართვაზე, ვუპასუხე, რომ ეს ნიშნავდა ქვეყნის განადგურებას და ამას ხელს ვერ მოვაწერდით, ამაზე ორჯერ გამიმეორა - ყრუ კედელს ეჯახებითო - ირაკლი კობახიძე

კონკრეტული ძალისთვის, ანუ გლობალური ომის პარტიისთვის, ყველაფერი, რაც უკავშირდება ევროკავშირს, არის შანტაჟის ინსტრუმენტი და მეტი არაფერი, ეს იყო კანდიდატის სტატუსთან მიმართებით და ეს იყო მოლაპარაკების გახსნასთან მიმართებით და სწორედ ამიტომ მივიღეთ ჩვენ 28 ნოემბრის ცნობილი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არ შეიძლება, მუდმივი შანტაჟის ქვეშ იყოს ქვეყანა.

„შემიძლია, გავიხსენო კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც შედგა დაახლოებით 1-2 კვირაში ჩავარდნილი რევოლუციის შემდეგ. ჩამოვიდა ერთ-ერთი ორგანიზაციის მაღალჩინოსანი, რომელიც დახურა ტრამპის ადმინისტრაციამ. მან ჩემთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უნდა გავყოლოდით იმ გზავნილებს, რომელსაც კონკრეტული ადამიანი გვაწვდიდა, საუბარი იყო ომში ჩართვაზე. ასეთ რაღაც მითხრა - არ იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ მისი გზავნილებიაო, ეს ჩვენი საერთო გზავნილებიაო, ისიც იყო დიფ სთეითის, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელი, ასე გამოგვიცხადა ჩავარდნილი რევოლუციის შემდეგ. ამაზე ვუპასუხე, რომ ეს ნიშნავდა ქვეყნის განადგურებას და ამას ხელს ვერ მოვაწერდით. ამაზე მან ორჯერ გამიმეორა ერთი და იგივე სიტყვები - ინგლისურად ასე იყო ნათქვამი, You are hitting a brick wall, რაც რომ ვთარგმნოთ, ნიშნავს, აგურის კედელს ეჯახებითო, ყრუ კედელს ეჯახებითო. ასეთი იყო მისი გზავნილი, ორჯერ გაიმეორა, რაც ნიშნავდა იმას, რომ ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელიც მან მოიტანა. ეს იყო მათი დამოკიდებულება. მაშინ დაგვემუქრა რეალურად ეს ადამიანი დიფ სთეითის სახელით, რომ ბოლომდე მიიყვანდნენ საქმეს და ხელისუფლებაში დაგვიბრუნებდნენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომელიც შემდეგ გააკეთებდა იმას, რასაც ჩვენგან ითხოვდნენ, ანუ ეს ადამიანები ქვეყანას ჩართავდნენ ომში და პირდაპირ გვითხრა, რომ ჩვენ ყრუ კედელს ვეჯახებოდით. ამაზეც მქონდა მკაფიო პოზიცია და კიდევ ერთხელ დავუდასტურე მას, რომ ბოლომდე ვაპირებდით ბრძოლას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:49

რთულია, დღეს ამოიცნო, რა შეიძლება იყოს ბრიუსელის საქართველოს ხელისუფლებასთან ასეთი დამოკიდებულების მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხა