უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

4 მარტი, 2025 08:56
font-size

ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება შეაჩერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება შეაჩერა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ოვალურ კაბინეტში ვლადიმირ ზელენსკისთან მწვავე კამათი გაიმართა. ამის შესახებ CNN-ს თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.

ტრამპის ეს გადაწყვეტილება სერიოზულ გავლენას მოახდენს უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით ფრონტის ხაზზე. თეთრი სახლის განცხადებით, დახმარება შეჩერებული იქნება მანამ, სანამ ზელენსკი მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყების მზადყოფნას არ დაადასტურებს.

„პრეზიდენტი ტრამპი ფოკუსირებულია მშვიდობაზე. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი პარტნიორებიც იყვნენ მზად ამ მიზნისთვის. სწორედ ამიტომ, დროებით ვაჩერებთ და გადახედვას ვუკეთებთ დახმარებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის კონფლიქტის მოგვარებას უწყობს ხელს,“ — განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

ტრამპმა ბოლო კვირებში არაერთხელ გაიმეორა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებები, მათ შორის, რომ უკრაინამ დაიწყო ომი და რომ ზელენსკი დიქტატორია. თუმცა, სამხედრო დახმარების შეჩერება რეალური ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს უკრაინისთვის, რაც, ანალიტიკოსების შეფასებით, პუტინს მნიშვნელოვან უპირატესობას მისცემს.

ევროპული ქვეყნები შესაძლოა გარკვეულწილად შეეცადონ აშშ-ის სამხედრო დახმარების ჩანაცვლებას, თუმცა უკრაინისთვის ყველაზე თანამედროვე შეიარაღება სწორედ ვაშინგტონიდან მოდის, რის გარეშეც კიევი რთულ ვითარებაში აღმოჩნდება.

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი

11 ნოემბერი, 2025 , 11:57

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, როგორც ქვეყანას - 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს. ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს

10 ნოემბერი, 2025 , 18:00

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ფრანგული მედიის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი „სა

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა

27 ოქტომბერი, 2025 , 15:10

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის საიმპერატორო სასახლეში ქვეყნის იმპერატორს ნარუჰიტოს შეხვდა. ამასთან, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ის მოუთმენლად ელოდება იაპონიის ახლად ა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

27 ოქტომბერი, 2025 , 10:16

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის 13 რეგიონში 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, აქედან 40 დრონი მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს, მათ შორის 34 დრონი, რ

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ