საზოგადოება

ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით, თბილისში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მასშტაბური პროექტი განხორციელდება - 35 წლის შემდეგ, დედაქალაქში ტრამვაი დაბრუნდება.
თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, ტრამვაის პროექტის მიზანია ტრამვაის ახალი ხაზის საშუალებით დიდი დიღმის დასახლება თბილისის სხვადასხვა უბანთან უმოკლეს დროში დააკავშირონ.
მისივე განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ დიდუბის მეტროსადგური არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ საქალაქთაშორისო სამგზავრო ტრანსპორტისთვისაც საკვანძო სადგურია, დიდი დიღმიდან აღნიშნული კავშირის შექმნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება უშუალოდ ტრამვაის ხაზს, მერის ინფორმაციით, ის 7,5-კილომეტრიანი იქნება და 11 გაჩერებას მოიცავს.
„შედეგად, ტრამვაი დიღმის დასახლებაში გაზრდილი მგზავრთნაკადის უსაფრთხო, კომფორტულ და სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფს, შეამსუბუქებს ავტობუსებსა და მიკროავტობუსებზე დატვირთვას, განტვირთავს საცობებს, გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას. ტრამვაი ინტეგრირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებულ ქსელში. შეიქმნება ერთიანი, მოქნილი, კომფორტული და მდგრადი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც თითოეული მოქალაქის საჭიროებებს მოერგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:33

საქართველოს ბანკში ევროპულ და ქართულ ბარათებს შორის მომენტალური გადარიცხვა უკვე ხელმისაწვდომია
3 ოქტომბერი, 2025 , 18:27

გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით, გუდაური ლოჯმა $10 მილიონის სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა
3 ოქტომბერი, 2025 , 16:18

სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 4.8 პროცენტი შეადგინა - საქსტატი
3 ოქტომბერი, 2025 , 12:53

SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით, Oscar and the Wolf-ის ღონისძიება გაიმართება
3 ოქტომბერი, 2025 , 12:23

სარგებელი თქვენი ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია დაიწყო
2 ოქტომბერი, 2025 , 16:42