უკან

საზოგადოება

30 ივლისი, 2018 14:20
font-size

წელს, 6 თვის მონაცემებით, დაიღუპა 46 ადამიანი და 1800-ზე მეტი პირი დაშავდა, ხოლო შარშან 43 გარდაიცვალა და 1800-ზე ნაკლები დაშავდა - ეკა ლალიაშვილი

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას დადებითად აფასებს, თუმცა აქცენტი აუცილებლად უნდა გაკეთდეს საგზაო უსაფრთხოებაზე.

ლალიაშვილის ინფორმაციით, წინა წლის მონაცემებთან შედარებით, 2018 წლის პირველ 6 თვეში თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა.

„რამდენიმე დღის წინ, ჩვენ თბილისის მერისგან სატრანსპორტო პოლიტიკა მოვისმინეთ, რომელიც ცალსახად დადებითად შემიძლია შევაფასო. აქ საუბარია საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მისი ქსელის განვითარებასა და იმ ავტობუსების ჩანაცვლებაზე, რომელიც ჩვენთვის ყოველდღიური სატკივარია საგზაო უსაფრთხოებისა და გამონაბოლქვის კუთხით.

მნიშველოვანი მიმართულებაა ტაქსების ლიცენზირება, რაც დღეს პრაქტიკულად ქაოტურ მდგომარეობაშია, ასევე პარკირების სისტემის შემოღება, ყველა ევროპულ ქვეყანაში ასე ხდება, რომ ცენტრალურ ნაწილში საათობრივი პარკირება უფრო ძვირი ღირს, ვიდრე გარეუბნებში. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რონ ეს ხედვა ნამდვილად ევროპულია და ევროპული ქალაქის მშენებლობას შეუწყობს ხელს. ერთადერთი, რასაც აუცილებლად დავამატებდი, ესაა, მეტი აქცენტის გაკეთდეს საგზაო უსაფრთხოების თემაზე. ძალიან გაკვრით იყო ნახსენები ქვეითთა უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ვფიქრობ, ამაზეც ცალკე პრეზენტაცია იქნება გასაკეთებელი. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, თბილისში, მიმდინარე წელს, 6 თვის მონაცემებით, დაიღუპა 46 ადამიანი და 1800-ზე მეტი პირი დაშავდა, როდესაც შარშან შედარებით ნაკლები იყო- 43 გარდაიცვალა და 1800-ზე ნაკლები დაშავდა", - განაცხადა ლალიაშვილმა.

ლალიაშვილი ასევე პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ მწვანე ეკონომიკის პოლიტიკის ინიციატივას შეეხო და აღნიშნა, რომ ეს სწირი და დროული ინიციატივაა, თუმცა, აქაც აკლია საგზაო უსაფრთხოების ნაწილი.

„აქცენტები იყო უფრი ჰაერის დაბუნძურებაზე, რაც ნამდვილად საჭიროა, თუნცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია გზებზე უსაფრთხოება“, - განაცხადა ლალიაშვილმა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი