უკან

საზოგადოება

22 ივნისი, 2017 12:50
font-size

წელს მცირე სკოლებიდან მე-7, მე-8 და მე-9 კლასელები საზაფხულო ბანაკებში დაისვენებენ

წელს მცირე სკოლებიდან მე-7, მე-8 და მე-9 კლასელები, სულ 11 000 ბავშვი საზაფხულო ბანაკებში დაისვენებს.

შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის წევრებს ვიცეპრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მიაწოდა.

როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კვირიკაშვილმა აღნიშნა, წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ბავშვებისთვის შესაძლებლობა, რომ საზაფხულო ბანაკებში დაისვენონ.

თავის მხრივ, როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, ეს ბავშვები არიან მცირე სკოლებიდან, რაშიც სოფლის და ქალაქის მცირე სკოლები იგულისხმება.

„ეს არის ის გარემო, საიდანაც ყველაზე ნაკლები შანსი აქვთ ბავშვებს, რომ ბანაკებში მოხვდნენ და დასასვენებლად წავიდნენ. ერთი კვირის განმავლობაში 7 ბანაკში დაისვენებენ. ეს მხოლოდ დასვენება არ არის, ყველა ბანაკი შემეცნებითია. გვაქვს ეკობანაკი, გვაქვს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ერთობლივი ბანაკი, პროფესიულ სასწავლებელთან ერთობლივი ბანაკი.

იმედი გაქვს, რომ მომავალში ეს დაფარავს მთელ საქართველოს მცირე სკოლებს. კვებას, ტრანსპორტირებას - ყველაფერს სახელმწიფო უზრუნველყოფს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას ამ ბავშვების უნარების ჩამოყალიბებისთვის. ჩვენ გვინდა, რომ მომავალ წლებში ეს პროცესი გაიზარდოს და ფაქტობრივად, დავფაროთ, მცირე სკოლების მთელი ტერიტორია. წელს 11 000 ბავშვია, შედარებითვის შარშან სულ ბანაკებში 4 000 ბავშვი იყო“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ყველა სამინისტროს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი