უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 აპრილი, 2018 14:45
font-size

„ცენტრ-პოინტს“, „m2“-სა და დაზარალებულ მენაშენეებს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება

კომპანია „ცენტრ-პოინტს“, „m2“-სა და დაზარალებულ მენაშენეებს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილებისადმი მივიდნენ „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულების ნაწილისა და თბილისის პროკურორის მოადგილის, მერაბ ჯერანაშვილის დღევანდელ შეხვედრაზე.

პროკურორის მოადგილესთან შეხვედრაზე კომპანია „ცენტრ-პოინტსა“ და კომპანია „m2“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ისაუბრეს. სამმხრივ შეხვედრაზე კი, კომპანიის დაუსრულებელი ობიექტების საკითხს განიხილავენ.

დაზარალებულ მენაშენეთა ნაწილის თქმით, ისინი არანაირ დოკუმენტს არ მოაწერენ ხელს, თუ პროცესში მშენებელ კომპანიად კვლავ „ცენტრ-პოინტი“ იქნება წარმოდგენილი. ასევე, მათი განცხადებით, ყველა შეთანხმება, ოფიციალურად, დოკუმენტალურად უნდა იყოს გაფორმებული.

ასევე დაზარალებულები არ თანხმდებიან მსჯავრდებულ რუსუდან კერვალიშვილთან და მაია რჩეულიშვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებასა და გამოძიების შეწყვეტას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე.

„ცენტრ-პოინტსა“ და „m2“-ს შორის წინასწარი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვით, თუ ექვსი თვის ვადაში „ცენტრ-პოინტი“ გარკვეულ წინაპირობებს შეასრულებს, „m2“ „ცენტრ-პოინტის“ დაუსრულებელ კომპლექსებში სამშენებლო სამუშაოების წარმოებას დაიწყებს და 3 წლის ვადაში დაასრულებს. დაახლოებით 4 000 ოჯახი ბინებით 3 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად დაკმაყოფილდება.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი