უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 ნოემბერი, 2018 16:35
font-size

წიგნის „ქართული ვაზის ჯიშები“ პრეზენტაცია გაიმართა

მწერალთა სახლში წიგნის „ქართული ვაზის ჯიშები“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პროფესორ ლევან უჯმაჯურიძის, მწერალ გიორგი კაკაბაძის და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ლონდა მამასახლისაშვილის ავტორობით გამოიცა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, წიგნში მოცემულია ინფორმაცია ვაზის ქართულ, ადგილობრივ და სელექციურ 614 ჯიშზე, თავმოყრილია ყველა ის მასალა, რომელიც ამა თუ იმ ჯიშის შესახებაა ცნობილი: დასახელება, სახელწოდების ახსნა, სინონიმები, ვაზის ისტორია, ბიოლოგიური აღწერა (ფოთოლი, მტევანი, მარცვალი), ვაზის ვეგეტაცია, მოსავლიანობა, ტექნიკური მონაცემები (მჟავიანობა - შაქრიანობა), მიღებული ღვინის დახასიათება და 300-ზე მეტი უნიკალური ფოტომასალა.

წიგნი უნიკალურია იმ კუთხითაც, რომ მასში თავმოყრილია დღემდე, ქართველი, თუ უცხოელი მკვლევარების მიერ გამოცემული ვაზის ქართული ჯიშების შესახებ ინფორმაცია.

წიგნის პრეზენტაციას განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ღვინის კომპანიების წარმომადგენლები, მეღვინეები და დარგის სხვა სპეციალისტები ესწრებოდნენ.

“ჩვენთვის მნიშნელოვანია გაგრძელდეს ის ისტორია, რომელიც ამპელოგრაფიული წიგნების გამოცემასთან დაკავშირებით გვაქვს. ბევრი რამ ჩვენს სფეროში იცველბა, მათ შორის ის კოლექცია, რაზეც ჩვენი ავტორები მუშაობენ, ხდება ახალი ჯიშების მოძიება და იდენტიფიკაცია. ჩვენი პოლიტიკა მევენახეობის კუთხით უკავშირდება ზუსტად იმ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას და გაცოცხლებას, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე სამრეწველო ჯიშის არჩევა, რომელსაც დიდი პოტენციალი და ცნობადობა გააჩნია, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია იყოს ჯიშების მრავალფეროვნება, რომელიც განვითარების უწყვეტი წყაროა. ეს მრავალფეროვნება კი სწორედ ჯიშების იდენტიფიკაციას, აღწერას და შეფასებას გულისხმობს და ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ავტორებს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

პირველ ეტაპზე წიგნი ქართულ ენაზე გამომცემლობის „პეგასი“-ს მიერ 1000 ეგზემპლიარად დაიბეჭდა. სამომავლოდ იგეგმება წიგნის ინგლისურ და გერმანულ ენოვანი ვერსიების გამოცემა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი