უკან

საზოგადოება

21 იანვარი, 2020 13:50
font-size

ციხეებში არსებული წესრიგი ძალადობრივ მეთოდებს ეფუძნება, რამაც პატიმართა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესაძლოა საფრთხის ქვეშ - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გასულ წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, გაირკვა, რომ საქართველოს ციხეებში არაფორმალური მმართველობის შემთხვევები აქტიურად ფიქსირდება.

"ანგარიშის მიხედვით, ციხეებში არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო, რაც კრიმინალური სიბკულტურების არსებობაში ვლინდება, რომელიც პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის, ჩაგვრისა და ძალადობის მიზეზი ხშირად ხდება. დაწესებულებებში ციხის კრიმინალური სუბკულტურის არსებობა სხვადასხვა გამოვლინებით გვხვდება და არსებობს საბჭოთა დროიდან, თუმცა იგი დღესაც, სამწუხაროდ, აქტიურად გამოიყენება პენიტენციურ დაწესებულებებში და გულისხმობს ე.წ. მაყურებლების მიერ წესრიგის შენარჩუნებას",- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, ციხეებში არსებული წესრიგი ძალადობრივ მეთოდებს ეფუძნება, რამაც პატიმართა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს. ამის მაგალითად სახალხო დამცველმა 2015 წლის "მილაშვილის საქმე" მოიყვანა. მასზე გავლენიანი პატიმრების მხრიდან განხორციელებულ ძალადობას სასამართლომ წამების კვალიფიკაცია მიანიჭა.

სახალხო დამცველი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით წარდგა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი