უკან
კომენტარი
6 ნოემბერი, 2018 17:20
ციხეშიც კი არ ჩასვეს, ალბათ ამ ადამიანის ციხეში ჩასმა შეუძლებელია - ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეზე
ყოფილი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია მიიჩნევს, რომ ელ ცენტროს ინციდენტის საკითხი "ქაოსურად დაიძრა" და ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღება უცბად მოხდა.
თორდიას თქმით, პროცესი აცდენილია ლოგიკას და აქვს მოლოდინი, რომ საქმის მასალებში "ბევრი სიურპრიზი" დახვდება.
"გუშინ დავწერე, რომ ალბათ ცოტა ხნით შეთანხმებულად ციხეში ჩასვამდნენ, მაგრამ ციხეშიც კი არ ჩასვეს, ალბათ ამ ადამიანის ციხეში ჩასმა შეუძლებელია. დამალეს, რომ ბრალი წარედგინა და დღეს გააკეთეს უკვე ეს განცხადება. დღის შუქზეა გამოტანილი ყველაფერი, რასაც აკეთებენ, " - განაცხადა თორდიამ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში აშშ-დან ჩართვისას.