უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 ოქტომბერი, 2017 16:55
font-size

ცხენოსნობაში მსოფლიო თასის ეტაპი კაჭრეთის ამბასადორში გაიმართება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს ლისის იპოდრომზე ქართველი ცხენოსნები მოინახულა. სპორტსმენებს მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სამინისტროს წარმომადგენლებიც ესტუმრნენ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5-8 ოქტომბერს კაჭრეთის ამბასადორი ცხენოსნობის ოლიმპიურ დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს და ქართველი სპორტსმენებიც ამ ტურნირისთვის ემზადებიან.

კავკასიის ლიგის გათამაშებაში ქართველებთან ერთად აზერბაიჯანელი და უკრაინელი ცხენოსნებიც მიიღებენ მონაწილეობას.

„საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს და ტრადიციისამებრ, შეჯიბრების წინ ჩვენს სპორტსმენებს ვსტუმრობთ. მიხარია, რომ ბიჭები კარგ განწყობაზე არიან, მჯერა, რომ ისინი წარმატებით იასპარეზებენ მსოფლიო თასის ამ ეტაპზე. ცხენოსნობა ოლიმპიური სახეობაა და სახელმწიფო ფიქრობს სპეციალური პროექტის შემუშავებას, რომელიც ცხენოსნობის განვითარებას ხელს შეუწყობს. ვითვალისწინებთ იმასაც, რომ საქართველოში ყოველთვის პოპულარული იყო ცხენოსნობა. მსურს მადლობა გადავუხადო ცხენოსნობის ფედერაციას, ასევე ამ ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტს“, - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი