უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 ნოემბერი, 2020 13:00
font-size

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის განახლებული სისტემა სრულად ფუნქციურია

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ახალი, ელექტრონული სისტემა (NAITS), რომელშიც თავმოყრილია ინფორმაცია საქართველოში არსებული წვრილფეხა და მსხვილფეხა ცხოველის და მათი მფლობელების შესახებ, უკვე სრულად ფუნქციონალურია.

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემა საქართველოში 2012 წლიდან არსებობს. თუმცა, 2015 წლიდან, FAO-ს მხარდაჭერითა და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC) და ავსტრიის თანამშრომლობის (ADC) ფინანსური დახმარებით, სისტემა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. განახლებული პროგრამის ფარგლებში, შექმნა ელექტრონული ბაზა, რომელიც სააგენტოს ვეტერინარებს საშუალებას აძლევს, ინფორმაცია ცხოველისა და მისი მფლობელის შესახებ, ნაცვლად ქაღალდის ფორმებისა, შეიყვანონ პირდაპირ ელექტრონულ ბაზაში.

ელექტრონული სისტემა, მნიშვნელოვნად ამცირებს, როგორც ვეტერინარების შრომას, ასევე, უმოკლეს დროში უზრუნველყოფს ცხოველისა და მისგან წარმოებული პროდუქტების მიკვლევადობას. შესაბამისად, სისტემა სურსათის უვნებლობის მნიშვნელოვანი რგოლია.

NAITS განახლებული ვერსია, 2019 წელს, საპილოტედ კახეთში დაინერგა. 2019-2020 წლებში გადამზადდა და ელექტრონული პროგრამის გამოყენება შეისწავლა, სურსათის ეროვნული სააგენტოს დაქირავებულმა 600-მდე ვეტერინარმა, რომელთაგან 588 უკვე მუშაობს პროგრამაში. ასევე, ვეტერინართა დასახმარებლად ამუშავდა დამხმარე პლატფორმა (ე.წ Help desk), რომელიც ვეტერინარებს პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებზე უწევს კონსულტაციებს. სისტემას, მუდმივად ემატება და ახლდება მოდულები, რომელიც განკუთვნილია არა მხოლოდ, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისთვის, არამედ, სასაკლაო, ლაბორატორიული და სასაზღვრო კონტროლისთვის.

NAITS პროგრამის ხელმძღვანელის მიხეილ სოხაძის განცხადებით სისტემის იმპლემენტაცია, საქართველოს საშუალებას მისცემს უფრო მეტად განავითაროს ვაჭრობა ევროკავშირთან.
„NAITS პროგრამის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იყო, როგორც ევროკავშირის წევრი, ასევე, კანდიდატი ქვეყნების გამოცდილება. პროექტზე მუშაობდნენ, საფრანგეთის, შვეიცარიის ბრიტანეთის ექსპერტები, ასევე იმ ქვეყნების პროფესიონალები, რომელთა გამოცდილება მეტად მიახლოებულია საქართველოსთან, ასე მაგალითად: ჩრდილოეთ მაკედონია და ბალტიისპირეთი. განახლებული სისტემა სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის მოთხოვნებთან“ - განაცხადა სოხაძემ.

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ამ სისტემის დანერგვა შეძლო და იგი, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) ნაწილია.

იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემისთვის სახელმწიფო ყოველწლიურად 2 მილიონ ლარს ხარჯავს, თავად იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და ვაქცინაციის სერვისი, ისევე როგორც ვეტერინარის მომსახურება, სრულიად უფასოა ფერმერებისთვის. დასრულებული პროგრამის სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემა 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი