უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 დეკემბერი, 2018 16:20
font-size

წლების განმავლობაში მიმდინარეობდა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანმიმართული დასუსტება - გიორგი აბაშიშვილი

გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ბიუჯეტის 40%-ით შემცირებას ინსტიტუტის დაკნინების მცდელობად აფასებს.

„მთელი ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანმიმართული დასუსტება, ამის კულმინაცია იყო სწორედ, ბოლოს უშიშროების საბჭოს გაუქმება და პრეზიდენტის ადმინისტრაციის გაქრობა საქართველოს კონსტიტუციიდან. ახლაც დევს კანონის პროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პარლამენტიდან შემოსული, სადაც პრეზიდენტს დამოუკიდებლად აღარ შეუძლია სახელმწიფო ჯილდო მიანიჭოს პირს, მან ამის შესახებ აუცილებლად უნდა ჰკითხოს პარლამენტს და მთავრობას.

ეს პროცესის შეუქცევადად გრძელდებოდა და ახლაც ეს ინიციატივაც კიდევ ერთხელ არის დასუსტება პრეზიდენტის ინსტიტუტი. ვის შეუძლია იმსჯელოს პრეზიდენტის უფლებამოსილებიდან გამომდინარე დაფინანსების რაოდენობაზე გარდა იმისა, ვინც ამას ახორციელებს.

არავის ეს ჩვენთვის არ უკითხავს და ამის საკითხზე მსჯელობენ ის ადამიანები, რომლებსაც არანაირი შემხებლობა პრეზიდენტის ინსტიტუტთან არ ჰქონდა,“-ამბობს გიორგი აბაშიშვილი.

რაც შეეხება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს, როგორც ცნობილია 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ფონდი საერთოდ უქმდება.

„სარეზერვო ფონდიდან მხოლოდ მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს 400-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა, რომელიც შეეხებოდა დემოკრატიის ხელშეწყობას, სამოქალაქო ინსტიტუტების გაძლიერებას, სახელმწიფო ინსტიტუტების დაცულობას, კვალიფიკაციის ამაღლებას სახელმწიფო მოხელეების, სოფლებში ყოფითი პირობების გაუმჯობესებას, სოფლის ბიბლიოთეკების დაფინანსებას.

მათ შორის მთელი რიგი სოციალური პროექტების დაფინანსებას. ამ ინიციატივებს პრეზიდენტი მარგველაშვილი ახორციელებდა სწორედ პრეზიდენტის ფონდიდან და ახლა სრულიად გაურკვეველია შემდგომი პრეზიდენტი როგორ განახორციელებს მსგავსი ტიპის ინიციატივებს,“- განაცხადა აბაშიშვილმაი.

მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 18:57

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ევროპის ერთ-ერ

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 12:27

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.  პარტიის პრესსამს

პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:17

პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სი

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:14

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, ე.წ. ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით, მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ, იანვრის შემდე

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი

26 სექტემბერი, 2025 , 12:11

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ

ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი

25 სექტემბერი, 2025 , 15:27

4 ოქტომბერს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვანია და წესით, ყველა კეთილსინდისიერი უცხოელიც, რომელსაც ასე უყვარს ქართველი ხალხი და დღე-ღამე, როგორც ჩანს, ჩვენზე ფიქრობს და კომენტარებ