საზოგადოება


წლის ბოლოს გადავწყვეტთ, გაიზრდება უფასო მედიკამენტების ჩამონათვალი თუ მოსარგებლეების რიცხვი - დავით სერგეენკო
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, წლის ბოლომდე გადაწყდება, რა ცვლილებები შევა უფასო მედიკამენტების პროგრამაში. მისი თქმით, შეიძლება, უფასო მედიკამენტების ჩამონათვალი გაიზარდოს ან იმ ბენეფიციართა რაოდენობა, ვინც უფასო მედიკამენტების პროგრამით ისარგებლებს.
„უფასო მედიკამენტების პროგრამა, რომელიც წელს პირველ ივლისს დაიწყო, თავისი შინაარსით მნიშვნელოვანია, რადგან სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ჰქონდა ძალიან მიუწვდომელი ბარიერი იმ მედიკამენტებისადმი, რომელიც ამბულატორიულად ხანგრძლივად უნდა მიეღოთ. პროგრამის ანალიზის საშუალება მონიტორინგის ჩატარების შემდეგ მოგვეცემა. წლის ბოლოს გვექნება მიღებული გადაწყვეტილება, გაიზარდოს მედიკამენტების ჩამონათვალი, თუ გაიზარდოს მოსარგეებლეების რიცხვი“, - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, უფასო მედიკამენტების პროგრამა 1-ელ ივლისს ამოქმედდა და გავრცელდა 5 ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ განკუთვნილ პრეპარატებზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პარლამენტის შენობასთან უკვე ცამეტი კარავია გაშლილი
27 თებერვალი, 2021 , 15:24

მიმდინარე კვირაში საქართველოში ვირუსი მოსწავლეთა 0.03%-ს და სკოლის თანამშრომელთა 0,1%-ს გამოუვლინდა
27 თებერვალი, 2021 , 15:19

„ბრისტოლიდან ბეიჯინამდე“ – 26 წლის ველოსიპედისტის საქველმოქმედო მოგზაურობა საქართელოში დაიწყო
27 თებერვალი, 2021 , 14:34

ყოველიღამე წინაზე საშინელია, ყოველი დღე წინაზე მძიმე - თინა ხიდაშელი
27 თებერვალი, 2021 , 14:29
თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით კომისიამ მუშაობა დაიწყო
27 თებერვალი, 2021 , 14:19

იანვარში ინფლაციის შემცირებაზე მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ კვლავ მნიშვნელოვნად იმოქმედა - ეროვნული ბანკი
27 თებერვალი, 2021 , 12:00