უკან

კომენტარი

20 ოქტომბერი, 2017 10:20
font-size

თუ არ მოგწონს, ესე იგი არ ვარგა, და თუ არ ვარგა, არ შეიძლება ხელმოწერილი იყოს პრეზიდენტის მხრიდან – გიორგი ახვლედიანი

„დემოკრატიული მოძრაობის“ წევრის გიორგი ახვლედიანის შეფასებით, პრეზიდენტმა კონსტიტუციის პროექტისთვის ხელისმოწერით გაუგებარი აქტი განახორციელა.

პოლიტიკოსის თქმით, თუ პრეზიდენტს არ მოსწონს კონსტიტუციის პროექტი, გაუგებარია რატომ მოაწერა მას ხელი.

„ხელი რომ არ მოეწერა ეს იქნებოდა ძალიან მართებული კონკრეტული აქტი პრეზიდენტის მხრიდან. ახლა კი მან განახორციელა სრულიად გაუგებარი აქტი. „არ მომწონს, მაგრამ ვაწერ“ – არის სრულიად გაუგებარი რამ. თუ არ მოგწონს, ესე იგი არ ვარგა და თქვი რომ არ ვარგა, და თუ არ ვარგა, არ შეიძლება ხელმოწერილი იყოს პრეზიდენტის მხრიდან და მისი პასუხისმგებლობა იყოს დაფიქსირებული მისი ხელმოწერით“,–აღნიშნა ახვლედიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა.

გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, პარლამენტმა მიიღო ერთპარტიული კონსტიტუცია და მისთვის ძნელია ასეთ კონსტიტუციას ხელი მოაწეროს, თუმცა „მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, გამომდინარე იქიდან, რომ უნდა ყველანაირი ნაბიჯი გადავდგათ, რომ თავიდან აცილებული იყოს შესაძლო დესტაბილიზაციის მიზეზები, მე როგორც სახელმწიფო მეთაური სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და კონსტიტუციის გარანტი ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს“.

მონიკა დავლიანიძე

ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი

18 ნოემბერი, 2025 , 15:42

„იწყება მზიას სასამართლო … რეჟიმის სადისტური მიდრეკილება იმაშიც გამოიხატება, რომ არჩეულ იქნა მცირე დარბაზი და „ამოღებული სკამები“. ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დ

ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი

17 ნოემბერი, 2025 , 13:58

რუსეთის მორიგი მოთხოვნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებაზე შესრულებულია. ამ საკითხს რუსები დღის წესრიგში მუდმივად აყენებდნენ, ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებასთან ერთად, – ამის შესახებ „ლელოს

პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი

13 ნოემბერი, 2025 , 15:26

პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი, ასევე ნაპოვნია ყველა ცხედარი, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან,

სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა

13 ნოემბერი, 2025 , 14:56

ჩორჩანის საქმე არის ისტორიული, როდესაც საქართველოს სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებს კონკრეტული ადამიანების ხელით და კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენ

სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე

12 ნოემბერი, 2025 , 14:52

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ნინო ენუქიძის გ

თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე

12 ნოემბერი, 2025 , 13:31

თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი. მათგან ნაპოვნია 18 დაღუპული, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ჟურნალისტებს განუცხად