უკან

პოლიტიკა

5 ნოემბერი, 2018 12:25
font-size

თუ არჩევნებზე არ მიხვალ, შენს ქვეყანას კოხტა კოდუების ეპოქაში დააბრუნებ - ირმა ინაშვილი

,,პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი განმარტებას აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უჭერს მხარს მისი პარტია არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს.

,,ცხოვრებაში ბევრი რამ ვნახე, მაგრამ მაინც მაკვირვებს, იცით, როგორი ხალხი?! ხედავს: ქვეყანა საფრთხეშია და საკუთარი, პარტიული "ზნაჩოკის" გადარჩენაზე წუხს, ქვეყანაზე- არა. ამ დროს ვერ, თუ არ აცნობიერებს, რომ თავის ქვეყანას ვნებს.

მგონი, სწორად მესმის სახელმწიფოებრივი აზროვნების არსი. სახელმწიფოებრივი აზროვნება იმას გულისხმობს, რომ როცა ასეთი მომენტი დგება, როცა იცი, რომ ქვეყანას საფრთხე უახლოვდება, შენი პირადიც უკან გადაწიო და შენი პარტიულიც.

ახლა, ამ ვითარებაში, ვისაც ტვინი აქვს, უნდა ხვდებოდეს, რომ არაა სხვა არჩევანი- შენი პასიურობით, სიბრაზით, პროტესტით (სამართლიანიც რომ იყოს ეს ტკივილი და პროტესტი და უდაოდ სამართლიანია!), თუ არჩევნებზე არ მიხვალ, შენს ქვეყანას კოხტა კოდუების ეპოქაში დააბრუნებ. თუ მიხვალ და მხარს ვაშაძეს დაუჭერ, ისევ იგივე პერსპექტივას უჭერ მხარს- კოხტა კოდუების ეპოქაში დაბრუნებას! შეიძლება, არ გინდა, არ მოგწონს, ბევრი პრეტენზიაც გაქვს, მაგრამ გრჩება ზურაბიშვილის კანდიდატურა, რომელიც კასრების ეპოქაში დაბრუნებას ნამდვილად არ ნიშნავს. პირველ ტურში ხალხმა ხელისუფლებას ძალა აჩვენა. მეც ყველა გადავხაზე. ახლა ისევ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ძალა- ყველანი მივიდეთ არჩევნებზე და გადავხაზოთ ვაშაძე!

ვის უკვირს ჩვენგან, საქართველოს პატრიოტთა ალიანსისგან, რომ ჩვენ ვაშაძე- ნაციონალების მხარდამჭერები ვერ ვიქნებით?! მგონი, საღადმოაზროვნეს- არავის! შექმნილ ვითარებაში არის იმისი დრო, რომ ზურაბიშვილს გავებუტოთ და "ქართული ოცნების" გარკვეული ჯგუფების მხრიდან ისედაც ხაფანგდაგებულ კანდიდატს პროტესტი გამოვუცხადოთ?! მე მგონია, რომ ეს უფრო საკუთარი ქვეყნისადმი პროტესტის გამოცხადება იქნება, რაც არასდროს გაგვიკეთებია და არ გავაკეთებთ! ამიტომ ჩვენმა პარტიამ, ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება,- მაქსიმალურად ჩაერთოს არჩევნების მეორე ტურში და მოუწოდოს საკუთარ მხარდამჭერებს,- აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ მკაფიო პოზიცია: არა- სააკაშვილს! არა- ბოკერიას! არა- ვაშაძეს! არა- ნაცმოძრაობას და არა- ნაცმოძრაობის ნამსხვრევებს!

ხოლო ამ არჩევნების შემდეგ, დავიწყებთ (განვაგრძობთ) მართლაც რადიკალურ ქმედებებს "ქართული ოცნების" მიმართ, რომელმაც არჩევნების მეორე დღიდან უნდა შეწყვიტოს მოღალატური კოჰაბიტაცია ნაცმოძრაობის ორივე ჯგუფთან! უნდა დაასრულოს საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვა და მიხედოს მშიერ ხალხს! უნდა მოგვაშოროს ისეთი ბოდვითი პროექტები, როგორიც იყო მარიხუანას კულტივიზაცია და ა.შ. ამაზე და სხვა მწვავე თემებზე არჩევნების მეორე დღიდან დაგვჭირდება ბრძოლა.

ღმერთი იყოს ჩვენი და საქართველოს მფარველი!“ - წერს ირმა ინაშვილი.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა