არქივი
კომენტარი
თუ ჩვენი რჩევა ან მონაწილეობა იქნება საჭირო, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას - თეა წულუკიანი
საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებით თუ ჩვენი რჩევა ან მონაწილეობა იქნება საჭირო, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივთან საუბარში.
მისი შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი, რაც მეორე მოსმენით არის მიღებული, მთლიანობაში დადებითია.
წულუკიანის განცხადებით, ვერცერთი კანონპროექტი იდეალური ვერ იქნება, თუმცა ამ ცვლილებით გიგანტური ნაბიჯი იდგმება წინ.
„რაც შეეხება კონსტიტუციის დახვეწას, მის უფრო დემოკრატიულობას, ჩვენ მივიღებთ თვისობრივად უფრო მაღალი ხარისხის ტექსტს, ვიდრე აქამდე გვქონდა. სხვადასვა შტოებს შორის ურთიერთობები იქნება გამიჯნული, დებულებები იქნება მკაფიო და არ გამოიწვევს შტოებს შორის რაიმე ტიპის დაძაბულობას ან კონფლიქტს. ადამიანის უფლებების თავი არის გაცილებით უფრო დახვეწილი, ვიდრე აქამდე იყო. რა თქმა უნდა, ვერცერთი კანონპროექტი იდეალური ვერ იქნება.ამ ტექსტს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ხარვეზებიც. აუცილებელია თუ არა მისი დაბრუნება პარლამენტში მეორე მოსმენაზე, ეს მე არ ვიცი, პარლმენტი გადაწყვეტს. მაგრამ თუ იუსტიციის სამინისტროს რჩევა და მონაწილეობა იქნება საჭირო, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას",-განაცხადა საზოგადოებრივთან მინისტრმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი
18 ნოემბერი, 2025 , 15:42
ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 13:58
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
13 ნოემბერი, 2025 , 14:56
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31

