უახლესი ამბები
- 06.02.2026 12:33სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, დაკავებულია 39 პირი -შსს
- 06.02.2026 11:53ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას ავტორის პოლიტიკური პოზიციის გამო კრძალავს.. და იცით რატომ გააკეთა? - გოგი გვახარია
- 06.02.2026 11:39ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
- 06.02.2026 07:59დღის კალენდარი - 6 თებერვალი
არქივი
პოლიტიკა
თუ ხართ ცოტა, ამის გათვალისწინებით უნდა გამოხატოთ პროტესტი და თუ ხართ ბევრი, შეგიძლიათ ქუჩებიც გადაკეტოთ, გამზირებიც და ყველაფერი, მაგრამ ვერ იძალადებს 50, 100 და თუნდაც 150 ადამიანი 4 მილიონ ადამიანზე, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი 4 მილიონი ადამიანის წინაშე - ირაკლი კობახიძე
თუ ხართ ცოტა, ამის გათვალისწინებით უნდა გამოხატოთ პროტესტი და თუ ხართ ბევრი, შეგიძლიათ ქუჩებიც გადაკეტოთ, გამზირებიც და ყველაფერი, მაგრამ ვერ იძალადებს 50, 100 და თუნდაც 150 ადამიანი 4 მილიონ ადამიანზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა კანონი, რომელიც იქნა მიღებული და რომელიც არის დაინიცირებული საქართველოს პარლამენტში, ეფუძნება ამ ლოგიკას.
„რომ განვაზოგადოთ, თუ ხართ ცოტა, ამის გათვალისწინებით უნდა გამოხატოთ პროტესტი და თუ ხართ ბევრი, შეგიძლიათ ქუჩებიც გადაკეტოთ, გამზირებიც და ყველაფერი, მაგრამ ვერ იძალადებს 50, 100 და თუნდაც 150 ადამიანი 4 მილიონ ადამიანზე. მარტივად არის საქმე. ყველა კანონი, რომელიც იქნა მიღებული და რომელიც არის დაინიცირებული საქართველოს პარლამენტში, ეფუძნება ამ ლოგიკას, რომ 50-მა ან 150-მა კაცმა არ შეიძლება იძალადოს 4 მილიონ ადამიანზე. ყველა კანონი, რომელიც დაინიცირდა თუ დაინიცირდება, ეფუძნება ამ ერთ მარტივ ლოგიკას.
გაფრთხილების ვალდებულება არის გათვალისწინებული კონსტიტუციით. კანონმდებლობით ყოველთვის იყო გათვალისწინებული, არა მარტო ჩვენთან, სხვა ქვეყნებშიც, რომ შეიძლება გარემოებების გამო მიუთითოს კონკრეტულმა უწყებამ შეკრების სხვა ადგილზე ჩატარებასთან დაკავშირებით და ა.შ. ესეც არის საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი. საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც არის გაზიარებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ. შესაბამისად, ყველა კანონს, რასაც ვიღებთ, ვიღებთ სწორედ სტრასბურგის პრაქტიკის გათვალისწინებით, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სხვანაირად ჩვენ არ ვმუშაობთ.
ჩვენ გვაწუხებს ის, რომ 150 ადამიანი ძალადობს 4 მილიონ ადამიანზე. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი 4 მილიონი ადამიანის წინაშე, რომ დავიცვათ მათი ინტერესები, მარტივად არის საქმე“, - განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ
6 თებერვალი, 2026 , 12:09
ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
6 თებერვალი, 2026 , 11:39
ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციურ წესრიგს, ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე
6 თებერვალი, 2026 , 08:29
„ქართული ოცნება“ მანიპულირებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს, გერმანული შემთხვევა საქართველოს კონტექსტს მოარგოს - ვახუშტი მენაბდე
4 თებერვალი, 2026 , 18:45
საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
4 თებერვალი, 2026 , 17:26
ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა
4 თებერვალი, 2026 , 16:59


