უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 მაისი, 2018 15:45
font-size

თუ შევატყვეთ, რომ თანამშრომლობის ფორმატმა არ გაამართლა, გადავინაცვლებთ ისევ პროტესტის ფორმატში - ბექა წიქარიშვილი

შს მინისტრი გიორგი გახარია და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ორი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.

როგორც დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, ერთი ჯგუფი უშუალოდ 12 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციისას სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების საკითხზე იმსჯელებს და მეორე – ნარკოპოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით.

მისივე ინფორმაციით, სპეცოპერაციის ღამეს გადაღებული ვიდეომასალა კი, შესასწავლად სახალხო დამცველს გადაეცემა.

„ჩვენთვის პრინციპულია საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია. ჩვენ ვართ საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები. ჩვენთვის პრინციპული საკითხი იყო ფორმატის განსაზღვრაზე აგვეღო ინიციატივა, ამაზე მინისტრი დაგვთანხმდა. ეს იქნება უფრო წარმომადგენლობითი, წარმოდგენილი იქნებიან ის ადამიანები, ვინც გუშინ, ამ დღეების განმავლობაში იბრძოდა ჩვენთან ერთად სიმართლისთვის. ეს ვერ იქნება ფართომასშტაბიანი, თუმცა თითო წარმომადგენელი იქნება. გუშინ ცაიტნოტში მოგვიწია მოქმედებები, საკმაოდ დაძაბული იყო ვითარება, როცა დაგვიძახეს, მოსალაპარაკებლად და იმ მომენტში ვერ მოხერხდა მაქსიმალური უზრუნველყოფა“, – განაცხადა წიქარიშვილმა.

მისივე თქმით, ის დროებით პროტესტის შეჩერებას ეთანხმება, თუმცა აღნიშნავს, რომ პროტესტი ძალაში რჩება.

„მე ვეთანხმები პროტესტის დროებით შეჩერების პროცესს, პროტესტი ძალაში რჩება. თუ შევატყვეთ, რომ თანამშრომლობის ფორმატმა არ გაამართლა, გადავინაცვლებთ ისევ პროტესტის ფორმატში“, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

საუკეთესო საბანკო მომსახურება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის – საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო

26 სექტემბერი, 2025 , 17:52

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო საბანკო მომსახურების მიმწოდებლა

საქართველოს ბანკი, DANGEO Energy-სთან პარტნიორობით, რეგიონულ ფილიალებს მზის ენერგიით მოამარაგებს

26 სექტემბერი, 2025 , 17:45

საქართველოს ბანკი, როგორც გარემოს დაცვასა და მდგრადი პრაქტიკების დანერგვაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა, ქართულ-დანიურ კომპანია DANGE

მაქვს ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილზე იგეგმება თავდასხმა - გიორგი ჩიკვაიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:47

დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე მსჯავრდებული გიორგი ჩიკვაიძის ინფორმაციით, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელზე, გიორგი ბაჩიაშვილზე, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებუ

გალტ & თაგარტი თრეიდინგის ჩემპიონატს იწყებს – საპრიზო ფონდია $20,000

26 სექტემბერი, 2025 , 12:38

Galt & Taggart საფონდო ბირჟებზე ვაჭრობით დაინტერესებული ადამიანებისთვის ახალ პროექტს, თრეიდინგის ჩემპიონატს იწყებს. ჩემპიონატი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, საფონდო ბირჟაზე საკუთარი ცოდნა და სტრატეგიები გამოსცადო

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, თელავში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-13 ნაკადი გადამზადდება

26 სექტემბერი, 2025 , 11:29

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა რეგიონებში გრძელდება. პროექტი, რომლის მიზანი ქალი ლიდერების 360°-იანი მხარდაჭერაა, ამჯერად თელავში განხორციელდება. პროგრამა 5-7 ოქტომბერს სასტუმრო ესკიზში მეწარმეთა ახალ ნაკადს უმა

საქართველოს ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია

25 სექტემბერი, 2025 , 18:49

საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყნის ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას, რაც მათ დაცვასა და აღდგენას გულისხმობს. სწორედ ამ მიზნით, ს