უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

15 მაისი, 2025 19:25
font-size

უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში დელეგაციას აგზავნის - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინა 15 მაისს სტამბოლში მოლაპარაკებებისთვის აგზავნის დელეგაციას, რომელსაც თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ზელენსკის თქმით, რუსული დელეგაციის შემადგენლობა მიუთითებს იმაზე, რომ მოსკოვი მოლაპარაკებებს სერიოზულად არ ეკიდება, რადგან მათ შორის არ არიან რეალური გადაწყვეტილების მიმღები პირები.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან დელეგაცია საკმაოდ დაბალი დონისაა, თურქეთის მაღალი დონის დელეგაციის, პრეზიდენტ ერდოღანისა და ყოფილი პრეზიდენტ ტრამპის მიმართ პატივისცემის ნიშნად და იმის სურვილით, რომ განვახორციელოთ თუნდაც პირველი ნაბიჯები დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ — მივიღე გადაწყვეტილება, გავაგზავნო ჩვენი დელეგაცია სტამბოლში,“ – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უკრაინელი მაღალჩინოსნების ნაწილი გაემგზავრება, რომელთაც თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს, თუმცა შეხვედრაზე არ იქნებიან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მეთაური და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი.

“დღის წესრიგს რაც შეეხება, ნომერ პირველი მანდატი მათ ექნებათ - ცეცხლის შეწყვეტა. ისინი გაფრინდებიან”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ეჭვი ეპარება მოლაპარაკებების შედეგებში, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ რუსები "თუნდაც რამის დემონსტრირებას მოახდენენ"

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ეჭვობს მოლაპარაკებების შედეგიანობაზე, თუმცა გამოთქვა იმედი, რომ რუსეთის წარმომადგენლები რომ "თუნდაც რამის დემონსტრირებას მოახდენენ".

მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანკარაში შეხვედრა გამართა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანთან. ვიზიტი გაიმართა იმ ფონზე, როცა მოსალოდნელი იყო ვლადიმერ პუტინის ჩამოსვლა სტამბოლში. თუმცა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი არ აპირებს სტამბოლში ჩასვლას უკრაინულ დელეგაციასთან მოლაპარაკებებისთვის.

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo

მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა

10 ოქტომბერი, 2025 , 14:42

მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა. როგორც ნობელის კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამია, მარია კორინა მაჩადოს ჯილდო ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული უფლე

დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და ჰამასმა ხელი მოაწერეს ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას - დონალდ ტრამპი

9 ოქტომბერი, 2025 , 08:55

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზა ხელმოწერილია, რომელიც, მისი თქმით, ყველა მძევლის სწრაფ გათავისუფლებას და ისრაელის ჯარების გაყვანა