უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

18 აგვისტო, 2025 09:38
font-size

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა.

როგორც ზელენსკი აცხადებს, დღეს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შეხვდება. ზელენსკის თქმით, რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, რომელიც თავადვე დაიწყო.

„მე უკვე ჩამოვედი ვაშინგტონში, სადაც პრეზიდენტ ტრამპს ვხვდები. ასევე ვისაუბრებთ ევროპელ ლიდერებთან. მადლიერი ვარ აშშ-ის პრეზიდენტის მოწვევისთვის. ჩვენ ყველა ვიზიარებთ ძლიერ სურვილს, რომ ეს ომი სწრაფად და საიმედოდ დავასრულოთ. მშვიდობა უნდა იყოს გრძელვადიანი. არა ისე, როგორც წლების წინ იყო, როდესაც უკრაინა აიძულეს, დაეთმო ყირიმი და ჩვენი აღმოსავლეთის ნაწილი, დონბასის ნაწილი – და ეს პუტინმა უბრალოდ პლაცდარმად გამოიყენა ახალი თავდასხმისთვის. ან როცა უკრაინას მისცეს ე.წ. უსაფრთხოების გარანტიები 1994 წელს, მაგრამ მათ არ იმუშავეს. რა თქმა უნდა, ყირიმი არ უნდა დაეთმოთ მაშინ, ისევე როგორც უკრაინელებმა არ დათმეს კიევი, ოდესა თუ ხარკოვი 2022 წლის შემდეგ. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი მიწისთვის, თავიანთი დამოუკიდებლობისთვის.

ახლა, ჩვენს ჯარისკაცებს აქვთ წარმატებები დონეცკისა და სუმის რეგიონებში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დავიცავთ უკრაინას, ეფექტურად უზრუნველვყოფთ უსაფრთხოებას, და რომ ჩვენი ხალხი ყოველთვის მადლიერი იქნება პრეზიდენტ ტრამპის, ამერიკაში ყველას მიმართ, ყველა პარტნიორისა და მოკავშირის მხარდაჭერისა და ფასდაუდებელი დახმარებისთვის. რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, რომელიც თავადვე დაიწყო. იმედი მაქვს, ჩვენი ერთობლივი ძალა ამერიკასთან, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად, აიძულებს რუსეთს რეალური მშვიდობა მიიღოს“, – წერს ზელენსკი.

მისი თქმით, „რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, რომელიც თავად დაიწყო.“

ცნობისთვის, ვაშინგტონში ასევე ჩავლენ ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროპელი ლიდერები, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo

მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა

10 ოქტომბერი, 2025 , 14:42

მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა. როგორც ნობელის კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამია, მარია კორინა მაჩადოს ჯილდო ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული უფლე

დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და ჰამასმა ხელი მოაწერეს ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას - დონალდ ტრამპი

9 ოქტომბერი, 2025 , 08:55

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზა ხელმოწერილია, რომელიც, მისი თქმით, ყველა მძევლის სწრაფ გათავისუფლებას და ისრაელის ჯარების გაყვანა