არქივი
პოლიტიკა


უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის უზრუნველყოფის შესაძლებლობა „სატყუარაა“ - ლეონიდ კალაშნიკოვი
ევროკავშირის მიერ უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის უზრუნველყოფის შესაძლებლობა „სატყუარაა“, რომელიც უშუალოდ ხალხის ცხოვრებას არ გააუმჯობესებს და არ გადაჭრის მათ არსებით პრობლემებს, - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.
„მათ მისცემენ უვიზო რეჟიმს, მაგრამ სამუშაოს მიღების და სხვა უფლებების გარეშე. ეს ასეთი სატყუარაა, რომელიც არაფერს წყვეტს მათთვის, ვინც ბინის, განათლების გადასახადი უნდა გადაიხადოს“, - აცხადებს ლეონიდ კალაშნიკოვი.
მან მოლდოვას შესაბამისი გამოცდილებაც გაიხსენა, რომლის მოქალაქეებთანაც ევროკავშირმა მანამდე დაამყარა უვიზო რეჟიმი.
„შეხედეთ მოლდოვას და მის გამოცდილებას. მათ ასევე მისცეს უვიზო რეჟიმი, მაგრამ ამაში ხომ არ არის სახელმწიფოს ცხოვრების აზრი. მისცემენ მათ უვიზო რეჟიმს, მაგრამ ნუთუ ეს რამეს იძლევა? რა თქმა უნდა, არა. მით უმეტეს, ეს ტურისტული ვიზებია, რომელიც უკვე დიდი ხანია, ბევრ ქვეყნებს აქვთ, მაგრამ ეს ვიზები არ იძლევა მუშაობის უფლებას“, - აღნიშნა კალაშნიკოვმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

შანტაჟის ენა ბრიუსელის დღის წესრიგად არის ქცეული, ვიმედოვნებ ეს ძალიან მალე დასრულდება - ირაკლი კირცხალია
21 ოქტომბერი, 2025 , 12:05